იაპონიაში რაგბიში მსოფლიოს თასი მიმდინარეობს.
"ბორჯღალოსნებმა" ტოიოტაში, "ტოიოტა სთედიუმზე" პირველ შეხვედრა უელსთან 23 სექტემბერს გამართეს.
"ტოიოტა სთედიუმი" ნამდვილად კარგი სტადიონია, თუმცა სხვა არენის შესახებ უნდა მოგიყვეთ, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ.
"საპორო დოუმი" ქალაქ საპოროში მდებარეობს, სადაც მსოფლიოს თასის ორი შეხვედრა გაიმართება.
სტადიონი 2001 წელს ფეხბურთში მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატისთვის ააშენეს. სწორედ მანდ გერმანიამ საუდის არაბეთი 8:0 დაამარცხა.
ამ სტადიონზე მართავდნენ მსოფლიოს ჩემპიონატს თხილამურებით სრიალში, ამერიკული ფეხბურთის მატჩებს. ასევე, სტადიონს იყენებს საფეხბურთო, ბეისბოლის და რაგბის გუნდები.
სწორედ ეს არის ყველაზე საინტერესო. არენაზე
სხვადასხვა სახის კონსტრუქცია (ბეისბოლის, ფეხბურთის, რაგბის) არსებობს.
ბეისბოლის მოედანი ხელოვნურია, ხოლო საფეხბურთო და სარაგბო მოედნების საფარი ბუნებრივია.
რადგან საპორო კუნძულ ჰოკაიდოზე მდებარეობს, რომელიც იაპონიის სამხრეთითაა, კლიმატი საკმაოდ ცივია და ზამთარში დიდი რაოდენობის ნალექი მოდის. ამიტომ "საპორო დოუმს" მთლიანად დახურული სახურავი აქვს. ფაქტობრივად, ეს მანეჟია, სადაც 50 ათასი ადამიანი ეტევა.
ბუნებრივსაფარიანი მოედანი მოძრავია, ხოლო ბეისბოლის მოედანი - ასაწყობი. ამ პროცესის ხილვა კი ნამდვილად გასაოცარია.