კიდევ ერთი სენსაცია მსოფლიოს თასზე: იაპონიამ ირლანდიას თამაში შემოუტრიალა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 სექტემბერს იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა.

A ჯგუფში ტურნირის მასპინძელმა იაპონიამ მსოფლიოს რეიტინგში მეორეადგილოსანი ირლანდია 19:12 დაამარცხა.

ირლანდია მატჩის მე-17 წუთზე ჰარი რინგრუსის ლელოთი დაწინაურდა, შემდეგ კი ირლანდიელებმა იუ ტამურასაგან ჯარიმა მიიღეს და ანგარიში 5:3 გახდა.

ამის შემდეგ ირლანდიამ კიდევ ერთი ლელო დადო და ჯეკ ქერიმ გარდასა და საკუთარი გუნდი 12:3 დააწინაურა. ამის შემდეგ იაპონიამ ნამდვილი "ქამბეკი" მოახდინა და მეტოქეს ერთი ლელო დაუდო და სამი ჯარიმა ზუსტად დაურტყა.

ამ გამარჯვების შემდეგ იაპონიას 9 ქულა დაუგროვდა და
ჯგუფში პირველ ადგილზეა, ხოლო ირლანდიას 2 მატჩის შემდეგ 6 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
სენსაცია ტოტალიზატორის მოყვარულთათვის იყო, თორემ იაპონელებს უბრალოდ შრომა და მონდომება დაუფასდათ. შედარებისთვის შეგვიძლია, მათთან ჩატარებული ბოლო ორი ტესტი გავიხსენოთ და ვნახოთ, რამხელა პროგრესი განიცადა სწორ გზაზე დამდგარმა და ერთ დროს დაახლოებით ჩვენი დონის გუნდმა... რაც შეეხება ჩაწყობას, ასეთები სანაკრებო დონეზე ნამდვილად არ ხდება, მითუმეტეს მსოფლიო ჩემპიონატზე და მითუმეტეს რაგბში... სენსაციად მონათლულ ორივე მატჩს კი ერთი რამ ჰქონდა საერთო - კლასით უფრო ძლიერი მეტოქე გარკვეული უპირატესობის მოპოვების შემდეგ დუნდება, რაც უფრო სუსტს შესაძლებლობას აძლევს ისე "მოიხოდოს", რომ შემდეგ ძლიერი ვეღარ ახერხებს თამაშის დალაგებას და სუსტი კი კბილებით იცავს მონაპოვარს და თამაშს აღარ თმობს - ეს ხომ რაგბია... იმედია, ამას ჩვენებიც გაითვალისწინებენ ხვალინდელ თამაშში და ურუგვაელებთან შემოსატრიალებლად არ გაიხდიან საქმეს, რაც ურთულესი იქნება. ჩვენ ფავორიტების რანგში გავდივართ მოედანზე და ზუსტად ის დროა, რომ მოედანზევე დავამტკიცოთ ჩვენი ამბიციების მართებულობა, თორემ მხოლოდ რეიტინგში მაღლა დგომა რომ აღარ კმარა თამაშის მოსაგებად, ამ ჩემპიონატზეც კარგად გამოჩნდა და ვგონებ, კიდევ არაერთი ინტრიგა გველის...
მ. ტ.
17:56 28-09-2019
3
იაპონიამ 100% დამსახურებულად გაიმარჯვა, მაგრამ ირლანდია პირველი ორი ლელოს შემდეგ პირდაღებული იდგა და ნამდვილად გაუგებარია, რას ელოდებოდა.ერთფეროვანი თამაში და არანაირი გააზრებული კომბინაცია. ამით კი მშვენივრად ისარგებლეს მასპინძლებმა, 1 ლელოც მიითვალეს და მშვიდად დაამთავრეს თამაში.
!!!!
13:50 28-09-2019
4

სიახლეები პოპულარული