28 სექტემბერს იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა.
A ჯგუფში ტურნირის მასპინძელმა იაპონიამ მსოფლიოს რეიტინგში მეორეადგილოსანი ირლანდია 19:12 დაამარცხა.
ირლანდია მატჩის მე-17 წუთზე ჰარი რინგრუსის ლელოთი დაწინაურდა, შემდეგ კი ირლანდიელებმა იუ ტამურასაგან ჯარიმა მიიღეს და ანგარიში 5:3 გახდა.
ამის შემდეგ ირლანდიამ კიდევ ერთი ლელო დადო და ჯეკ ქერიმ გარდასა და საკუთარი გუნდი 12:3 დააწინაურა. ამის შემდეგ იაპონიამ ნამდვილი "ქამბეკი" მოახდინა და მეტოქეს ერთი ლელო დაუდო და სამი ჯარიმა ზუსტად დაურტყა.
ამ გამარჯვების შემდეგ იაპონიას 9 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში პირველ ადგილზეა, ხოლო ირლანდიას 2 მატჩის შემდეგ 6 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.
ერთი გუნდი მაინც თუ არ გვეყოლება ჩელენჯზე ან პრო 14 განვითარებაზე ლაპარაკი წყლის ნაყვას ემსგავსება !!!!!!