მსოფლიო თასი. B ჯგუფი: ახალმა ზელანდიამ კანადას ქულაც არ მოაპოვებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2019 წლის რაგბის მსოფლიოს თასის B ჯგუფის შეხვედრაში ტურნირის ფავორიტმა ახალმა ზელანდიამ კანადის ნაკრებს 9 ლელო დაუდო და მეტოქეს არათუ ლელო არ დაადებინა, ქულაც არ ააღებინა და 63:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში კუნძულელებმა ჩრდილოამერიკელებს 28:0 მოუგეს. ზელანდიელებმა 3 ლელო დადეს და 1 საჯარიმო ლელოც დაიმსახურეს. ამასთანავე, ყველა გარდასახვაც მოუნგამ ზუსტად დაარტყა.

ზელანდიელებმა არც მეორე ტაიმში დააკლეს რამე და 5 ლელო დაუდეს მეტოქეს.

აღსანიშნავია, რომ ახალი ზელანდიის ნაკრებში 3 ლელო ძმებმა ბარეტებმა დადეს - თითო-თითო ლელო ბოდენ ბარეტის, სკოტ ბარეტისა და ჯორდი
ბარეტის ანგარიშზეა. ძმების გარდა, თავი უილიამსმა, იოანემ, ფრიზელმა და ვებერმა (2) გამოიჩინეს. 9-ვე გარდასახვა ზუსტად მოუნგამ დაარტყა.

რაგბის მსოფლიო თასი, B ჯგუფი

ახალი ზელანდია - კანადა 63:0

ლელოები

ახალი ზელანდია: ს. ბარეტი, ბ. ბარეტი, ჯ. ბარეტი, უილიამსი, იოანე, ფრიზელი, ვებერი (2)

გარდასახვა

ახალი ზელანდია: მოუნგა (9)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული