იტალიელი კოსმონავტი რაგბის მსოფლიო თასს კოსმოსიდან უყურებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიელი კოსმონავტი ლუკა პერმიტანო 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასს თვალს კოსმოსური სივრციდან ადევნებს და საკუთარი მიმართვა ვიდეოფაილის სახით დედამიწაზე გამოგზავნა.

"მოგესალმებით! მე ვარ ლუკა პერმიტანო, ევროპული კოსმოსური სააგენტოს კოსმონავტი და მისია "ბიიონდის" ფარგლებში საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ხელმძღვანელი.

თქვენ გუნდი ხართ, მიზნის მისაღწევად და მოსაგებად ერთად უნდა იმუშაოთ. ჩვენც, საერთაშორისო კოსმოსური სივრცის სადგურზე მყოფები, ვართ ასტრონავტების ინტერნაციონალური გუნდი, რომელსაც მიზნად მეცნიერებაზე, ტექნოლოგიასა და კოსმოსის კვლევაზე მუშაობა გვაქვს დასახული.

ჩვენ ძალიან ბევრს ვვარჯიშობთ. შეიძლება არც ისე ბევრს, როგორც თქვენ. გვინდა მსოფლიო თასის
შემდეგ შეხვედრაში წარმატება გისურვოთ და ასე გაგრძნობინოთ, რომ თქვენს სამყაროსთან ძალიან ახლოს ვართ. დაე, საუკეთესომ გაიმარჯვოს!"- თქვა ლუკამ.

თანამემამულე მეცნიერს იტალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი სერჟიო პარისე გამოეხმაურა:

"გამარჯობა, ლუკა. ვიცით, რომ ისტორიაში პირველად, რაგბის მსოფლიო თასის ტრანსლაცია კოსმოსშიც ხდება. ჩვენ გვაქვს პატივი იქ იტალიელი გულშემატკივრის ყოლისა. იმედი გვაქვს, კარგ, ემოციებით დატვირთულ საჩუქარს გაგიკეთებთ. მადლობა მხარდაჭერისთვის."

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული