სამხრეთ აფრიკამ ინგლისი დაამარცხა და მსოფლიო თასის მფლობელი გახდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 ნოემბერს იაპონიაში რაგბის მსოფლიოს თასის ფინალური მატჩი გაიმართა.

ფინალურ შეხვედრა სამხრეთ აფრიკა ინგლისს დაუპირისპირდა და ანგარიშით 32:12 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში პირველი ლელო 66-ე წუთზე დაიდო, რომლის ავტორი მაპიმპი მაკაზოლე გახდა, პოლარდმა კი გარდასა.

74-ე წუთზე ჩესლინ კოლბემ შესანიშნავი დრიბლინგ სამხრეთ აფრიკას მეორე ლელო მოუტანა.

ამ ფინალური მატჩის მოგებით სამხრეთ აფრიკა ისტორიაში მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
მკითხველის კომენტარები / 17 /
იმედია სწორ დასკვნებს გააკეთებენ ჩვენი მწვრთნელები. გამოჩნდა რამხელა მნიშვნელობა აქვს შერკინებას, რაქს, სტატიკას. ჩააქრეს ინგლისის კუნტრუში. არადა ჩვენები არიქა შერკინევა არაფერიაო და ყველასთან შერკინება წავაგეთ გარდა ურუგვაისა. აუტზე სა მოლზე არაფერს ვამბობ
დგ dimitri
16:55 03-11-2019
1
აფრიკის ნაკრებს გააჩნდა ისეთი სახის მომზადება, რომლის მეშვეობითაც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში თანდათან უმატებდა და უმატებდა, ფინალურ სტადიაზე კი საერთოდ პიკზე გავიდა.ეს იყო მათი სამწვრთნელო შტაბის უმთავრესი კოზირი. თავად მორაგბეების კლასზე აღარაფერს ვამბობ. რამდენი ისეთი ნიუანსი იყო რაქში, მოლში, რომელიც მიუჩვეველი თვალისათვის ძნელად შესამჩნევია. სწორედ ასეთ ნიუანსებში იყვნენ ფანტასტიურები. 100% ით კონცენტრირებულნი ყველა მომენტსა და მონაკვეთში. ინგლისი კი ჩემპიონობისაგან ისე შორს აღმოჩნდა, როგორც აქედან ჩრდილოეთ პოლუსი. მათი ნაჩვენები თამაში ისეთივე უშინაარსო და ძველმოდური იყო როგორიც უელსისა ფინალურ სტადიაზე. და საერთოდ ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ევროპული რაგბი ყველა ასპექტში ჩამორჩება სამხრეთულს. რაგბი ევროპის მესვეურები კი მხოლოდ ევროპის "დიდ ბიძიებს" უსვამენ თავზე ხელს და არაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ 6 ერის ნაკრებების გარდა კონკურენციაში სხვა ევროპული ნაკრებებიც ჩართონ.
ანესთეზეოლოგი
23:13 02-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული