საოცარი მატჩი დრამატული დასასრულით - სამხრეთ აფრიკამ მსოფლიო თასის მასპინძელი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო თასის მეოთხედფინალში საფრანგეთმა სამხრეთ აფრიკას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 28:29 დამარცხდა.

"სტად დე ფრანსზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა ნამდვილი სანახაობა იხილა.

მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და მე-4 წუთზე სირილ ბაიმ "ლე ბლე" დააწინაურა. თავის გამოჩენა კურტ ლი არენდსემაც მოახერხა და "ქურციკების" რიგებიდან პირველი ლელოს ავტორი გახდა.

პეატო მოვაკამ საფრანგეთი კვლავ წინ გაიყვანა.

მეორე ნახევარში ზუსტად შესრულებული ჯარიმების წყალობით სამხრეთ აფრიკამ უპირატესობა მოიპოვა, რაც შეხვედრის მოსაგებად გარდამტეხი აღმოჩნდა.

ამრიგად, სამხრეთი აფრიკა ნახევარფინალში გავიდა, სადაც ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
სასწაული თამაში იყო!
ეჰ, რა შორს ვართ მათგან...
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
13:50 16-10-2023
2
ეს იყო კლასიკა სახელმძღვანელოში შესატანი თამაში.
რიო
13:09 16-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული