რაგბი, რასიზმი და მაფია - პროტესტი "ბოკესა" და "ოლ ბლექსის" მატჩის წინ

AutoSharing Option
მომავალ უქმეებზე ოთხი ერის გათამაშების ბოლო ტურში სამხრეთ აფრიკის ნაკრები შინ, კეიპთაუნში ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის ახალ ზელანდიაში "ბოკეს" სრული კატასტროფით დასრულდა - 0:57. წესით, ახლა სამხრეთაფრიკელები რევანშისთვის უნდა ემზადებოდნენ, მაგრამ...

სამხრეთ აფრიკის ყველაზე მსხვილი პროფკავშირული ორგანიზაცია "სამხრეთ აფრიკის პროფკავშირების კონგრესი" "ბოკესა" და "ოლ ბლექსის" მატჩის წინ საპროტესტო აქციებით იმუქრება. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტონი ერენრაიხმა განაცხადა, რომ კონგრესი უკმაყოფილოა სამხრეთაფრიკული ტელეკომპანიის DSTV-ის მიერ ეროვნული ნაკრების მატჩების ტრანსლირებაზე მონოპოლიის დამყარების გამო.

"ჩვენ ვაპროტესტებთ შაბათის მატჩს.
აუცილებლად გავმართავთ პიკეტს იმ სასტუმროსთან, სადაც "ოლ ბლექსი" ითამაშებს, რათა ვაცნობოთ მათ ამ პრობლემების შესახებ. აუცილებლად მივმართავთ რაგბის საერთაშორისო ფედერაციას, რომ იცოდნენ ამ დისკრიმინაციული ფაქტის შესახებ." - თქვა მან.

ერენრაიხმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა "ბოკეს" ყოფილი თავკაცი ნიკ მალეტი და ნაკრების ყოფილი კაპიტანი ნაას ბოთა, რომლებიც რაგბის ექსპერტები არიან ტელეკომპანია SuperSport-ზე.

"კოოს ბეკერი, რომელსაც ეკუთვნის ტელეკომპანია DSTV, სტელენბოშის მაფიის ბოსია. მას რომ ეროვნული ინტერესები ადარდებდეს, მაშინ უფლებას მისცემდა ტელეკომპანია SABC-ს, "ბოკეს" თამაშები ეთერში გაეშვა.

მას აქვს ტელეტრანსილაციის ლიცენზია, რომელიც ხელისუფლებამ უტვინოდ მიჰყიდა. მათ შეუძლიათ ამ პრობლემის მოგვარება. არის ასევე პრობლემები, რომელიც ნაას ბოთას და იმ მეორეს... რა ჰქვია? ჰო, ნიკ მალეტი. ისინი ორივე დაბერებული და დაძველებულნი არიან. ისინი უნდა წავიდნენ.

ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა გვყავდეს ახალგაზრდა, უფრო პერსპექტიული კომენტატორები, ვიდრე ესენი არიან.

ნაას ბოთამ მთელი თავისი ქონება გაფლანგა. ის უნდა წავიდეს და გააკეთოს ის, რასაც სხვა ადამიანები აკეთებენ, რომლებსაც ფული არ აქვთ.

ნიკ მალეტი? - ის შემჩნეულია იმაში, რომ შავკანიან მოთამაშეებს არ ელაპარაკება და ცდილობს, თავისი თეთრი ბიჭები შეინარჩუნოს გუნდში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს რასიზმია. ის უნდა გააძევონ ტელევიზიიდან. ჩვენ არ გვაქვს დრო იმათთვის, ვისაც ძველი დროის მიმართ ნოსტალგია აქვს" - ასე რადიკალურია თავის მიდგომებში ტონი ერენრაიხი.

ნაას ბოთამ ერენრაიხის ამ გამოხდომას დიპლომატიურად უპასუხა.

"ეს ერთი ბიჭის მოსაზრებაა. მიმაჩნია, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, თავის აზრი გამოთქვან. კომენტარის გაკეთება ნამდვილად არ ღირს. სტროფებს შორის იკითხება, რომ ეს ისტორია ჩემზე და ნიკზე არაა" - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ტონი ერენრაიხი ის ადამიანია, რომელიც 2015 წელს სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრებში შავკანიანების სიმცირეს აპროტესტებდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არად პირიქით არის , თეთრებს ავიწროებენ >>>
ugo_mola
00:24 09-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული