მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესი სასამართლოში 19 მარტისთვის გადაიდო

AutoSharing Option
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 19 მარტისთვის გადაიდო.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, დაიკითხონ ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ექსპერტები, რომლებმაც დადეს დასკვნა სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის შესახებ. იგივე შუამდგომლობა დააყენა კვირიკაშვილის ადვოკატმა ნუგზარ კვინიკაძემ, რომ დაიკითხონ ექსპერტები, რადგან, მისი თქმით, ეს დასკვნა მერაბ კვირიკაშვილს ამართლებს.

მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ შუამდგომლობები დააკმაყოფილა და საქმის არსებითი განხილვა 19 მარტისთვის გადაიდო.

ქუთაისის სასამართლოში 2016 წელს მომხდარი ავარიის საქმის განხილვა მიმდინარეობს, რაზეც ბრალი მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს აქვს წარდგენილი.

შეგახსენებთ, 2016 წლის ზაფხულში
ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ.

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ რა რთული საკითხია რა ვთქვა არ ვიცი....
ზუურ
15:53 08-02-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული