"საზოგადოებრივ მაუწყებელსა" და რაგბის კავშირს შორის 5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა

AutoSharing Option
ხუთი წლის განმავლობაში მაყურებელი გარანტირებულად მიიღებს ყველა იმ აქტივობას, რაც იქნება საქართველოს რაგბის ნაკრებთან და გუნდებთან დაკავშირებული, - ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომელმაც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტთან, გოჩა სვანიძესთან ერთად, თანამშრომლობის ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

"დიდი რაგბი დაბრუნდა პირველ არხზე. ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა დღეს გულშემატკივრებისა და მაყურებლებისთვის. ყველამ იცით, რაგბი რას წარმოადგენს, ჩვენი ეროვნული ნაციონალური სიამაყის საგანია. საქართველოს რაგბის ფედერაციამ და პირველმა არხმა ხუთწლიან თანამშრომლობას ხელი მოაწერეს და მაყურებელი გარანტირებულად მიიღებს ყველა იმ
აქტივობას, რაც იქნება საქართველოს რაგბის ნაკრებთან და გუნდებთან დაკავშირებული. ეს არის მსოფლიო ჩემპიონატი, ერთა თასი, სხვადასხვა მნიშვნელოვანი თამაში, ძალიან ბევრი სიურპრიზი და მნიშვნელოვანი მოვლენა გარანტირებულად იქნება უკვე პირველ არხზე. რაც კი საქართველოს ნაკრებთან იქნება დაკავშირებული, ყველა აქტივობა, ყველა თამაში იქნება განთავსებული პირველ არხზე", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს რაგბის შორის დიდი და ძველი ურთიერთობები აღდგა.

"რაგბი არ ეკუთვნის მარტო მორაგბეებს. იცით, რაგბი სახალხო სპორტია საქართველოში და სიმბოლურია, რომ ჩვენი ძველი, დიდი ურთიერთობა საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რომელიც ასევე არის სახალხო, აღდგა და გაგრძელდა. რაც შეეხება 2019 წელს, მაყურებელი ყველა იმ მატჩს მიიღებს, რომელსაც საქართველოს ნაკრები ითამაშებს, მიიღებს მაღალი ხარისხით. ეს იქნება ერთა თასი, ეს იქნება ტესტმატჩები თუ მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 2019 წელს გაიმართება იაპონიაში", - განაცხადა გოჩა სვანიძემ.

წყარო: 1tv.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნიაზ მამრიკიშვილის გარეშე რაგბის ყურება იქნება მოსაწყენი..... პირველმა არხმა ნიაზა უნდა გადაიყვანოს აუცილებლად
ირაკლი
16:30 27-12-2018
3
ძალიან კარგი იმედის ბადეში სპორტს რა უნდა...
0

სიახლეები პოპულარული