საქართველო XV-მ ინგლისის საგრაფოების ნაკრები 24:23 დაამარცხა

AutoSharing Option
© გოგიტა ბუხაიძე

საქართველო XV-მ სერიის მეორე მატჩში ინგლისის საგრაფოების ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში 24:23 სძლია და 4 დღის წინ განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო.

„ავჭალაზე“ გამართულ მატჩში გუნდს აშკარად ეტყობოდა, რომ ერთად გატარებული კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ უკეთ იყო შეთამაშებული. საქართველო XV-ის თითოეულმა მორაგბემ მაქსიმუმი გაიღო და სამუშაო დღის მიუხედავად სტადიონზე მრავლად მისული გულშემატკივარი დასკვნით წუთებში მოპოვებული გამარჯვებით გაახარა.

თამაში ინგლისელების შეტევებით დაიწყო, ჩვენს ნახევარზე 5 წუთი გაატარეს, ჯარიმა გამოიმუშავეს და ანგარიში გახსნეს. საქართველო XV-მ კარგი შეტევით უპასუხა, მარცხენა ფრთაზე უპირატესობა
მოიპოვა და მეტოქის ლელოდან 5 მეტრში შერკინების უფლება მიიღო. იქიდან ვანო ფუტკარაძემ შეუტია და ბურთი ბექა ურჯუკაშვილს გაატანა, რომელსაც მიზნამდე სანტიმეტრები დააკლდა, ახლოში რამდენიმე დარტყმის შემდეგ კი ფუტკარაძემ მბოჭავი აირიდა და თავისი დაწყებული შეტევა ლელოთი დაასრულა.

დავით მოძღვრიშვილს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა ტაიმის შუაში საშუალო დისტანციიდან ჯარიმა გაიტანა. სტუმრებმა ჯარიმით მალევე გვიპასუხეს, 29-ე წუთზე კი შეტევაში, მეტოქის 22-ში დავკარგეთ ბურთი და სწრაფი კონტრშეტევა მივიღეთ. პირველი მიძალება ჩვენს 22-ში შევაჩერეთ, მაგრამ მეორე ეშელონმა ხაზი გაჭრა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. შესვენებამდე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს. სულ ბოლოს ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში ვარჩიეთ, მაგრამ მეტოქემ თავი დაიცვა და ტაიმი 11:16 დასრულდა.

მოძღვრიშვილმა ჯარიმით ჩამორჩენა 2 ქულამდე მეორე ტაიმის დასაწყისში დაიყვანა, მაგრამ მალევე მოლში ზედიზედ ორჯერ დავჯარიმდით და გურამ შენგელია სინბინით დაისაჯა. ინგლისელებმა რიცხობრივი უპირატესობა 57-ე წუთზე გამოიყენეს, თავიანთი ნახევრიდან დაწყებული შეტევა ლელოთი დაასრულეს, გარდასახეს და 23:14 დაწინაურდნენ.

საქართველო XV შეტევაში გადავიდა, მალე ჯარიმის უფლება მოიპოვა და 63-ე წუთზე მამუკა ნინიძემ საშუალო მანძილიდან ჯარიმა გაიტანა. მასპინძლებმა 74-ე წუთზე კარგი, ხელდახელ შეტევა წამოიწყეს და ლელოსაც უწიეს, მაგრამ ბურთი ჩაიხურა. 5-მეტრიან შერკინებაში უპირატესობის მოპოვების შემდეგ სტუმრებმა ბურთს ფეხი წაჰკრეს, ის მათსავე ლელოში შეგორდა და ხვიჩა ბუჯიაშვილმა დაამიწა. ნინიძე გარდასახვიდან ზუსტი იყო და საქართველო XV 24:23 დაწინაურდა.

ინგლისის საგრაფოებმა დარჩენილი წუთები შეტევებში გაატარა, მაგრამ მასპინძლებმა თავის უჯარიმოდ დაცვა მოახერხეს, თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს და ქუთაისში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღეს.

შერკინება | ფორვარდები
1. ირაკლი ჩომახაშვილი (ხარები), 2. ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი), 3. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, საფრანგეთი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. ალექსანდრე ქოიავა (ბათუმი), 6. გურამ შენგელია (ჯიქი), 7. ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), 8. ვანო ფუტკარაძე (ბათუმი).

ხაზი | ბექები
15. დავით გობეჯიშვილი (აია), 14. გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), 13. ბექა ურჯუკაშვილი (კაპ. ბათუმი), 12. გიორგი ნათელაშვილი (ხარები), 11. ალექსანდრე სვანიძე (არმაზი), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. კობა ბუჯიაშვილი (ხარები);

მარქაფა

16. ლაშა შალიკაშვილი (ვეფხვები), 17. რამაზ რუხაძე (კემბრიჯი, ინგლისი), 18. რევაზ წიკლაური (აია), 19. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი), 20. ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი), 21. ვაჟა ხუციშვილი (ბათუმი), 22. მამუკა ნინიძე (ბათუმი), 23. ვანო ბერიკაშვილი (აკადემია), 24. რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო-სარასენსი).

2 ლელო: ფუტკარაძე, ხ. ბუჯიაშვილი

1 გარდასახვა: ნინიძე

4 ჯარიმა: მოძღვრიშვილი (3), ნინიძე

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზამთAტში კიდე რუსების კოჭის გასაგორებლად დეკრიბეს ვინც გზაში შეხვდათ და წააგეს ღრუსეთთან და არავინ პასუხი არ აგო ამ საქციელზე
Me
12 ივნისი 2019 08:43
0
ვინები არიან არიან საგრაფოების ნაკრები რო ამიხსნათ ვინმემ თუ შეგიძლიათ რა დონის ნაკრებია ვინ თამაშობს საგრაფოების ნაკრებში . მადლობა
GEO
12 ივნისი 2019 17:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული