გოგონებმა „ალაფის“ საგზური შარშან, „კონფერენც დივიზიონის“ მოგებით მოიპოვეს და წელს მიზნად ამ დონეზე ადგილის შენარჩუნება დაისახეს, რისთვისაც აუცილებელი იყო, რომ მინიმუმ ათეულში შესულიყვნენ.
ჯაბა მალაღურაძის შეგირდებმა პირველი ეტაპი მე-10 ადგილზე დაასრულეს, გასულ უქმეებზე კი მეორე ეტაპზე პორტუგალიაში ითამაშეს.
ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში 7-ქალას მეტოქე ჩეხეთის ნაკრები იყო, რომელმაც საბოლოოდ „ალაფა“ მესამე ადგილზე დაასრულა. მატჩი დაძაბული გამოდგა, ორივე გუნდმა 3-3 ლელოს გატანა მოახერხა, თუმცა
ჯაბა მალაღურაძის შეგირდები თასის მეოთხედფინალში რუმინეთს შეხვდნენ (0:33), რომელიც წელს გრან პრიზე აღზევდა, მე-5 ადგილის ნახევარფინალში პორტუგალიას ეთამაშნენ (0:26), მე-7 ადგილისთვის კი ნორვეგიას - 5:14.
ლისაბონში მე-8 ადგილის დაკავებით 7-ქალამ 6 ქულა მიიღო, ჯამში 9 მოუგროვდა და საბოლოოდ „ალაფაც“ მე-8 პოზიციაზე დაასრულა. გრან პრიზე გერმანია და რუმინეთი აღზევდნენ, „კონფერენც დივიზიონში“ კი ისრაელი და შვეიცარია დაქვეითდნენ. გაისად მათ ადგილს მოლდოვა და დანია დაიკავებენ.
ლისაბონში ითამაშეს: სალომე მაკასარაშვილმა, ნათია გავაშელმა, თეონა ჩიტაიშვილმა, თიკა სიხარულიძემ, სალომე საღარაძემ, ქეთი მოდებაძემ, ნიკოლ გალუზინსკაიამ, თაკო მანაგაძემ, მარიამ გოგუაძემ, მანონი საღარაძემ, ლიკა ხუფენიამ, ლიკა პერტაიამ.
ალაფის საბოლოო ცხრილი ორი ეტაპის ჯამში:
გერმანია - 38
რუმინეთი - 38
ჩეხეთი - 30
ფინეთი - 30
შვედეთი - 22
პორტუგალია - 20
ნორვეგია - 18
საქართველო - 9
უნგრეთი - 8
თურქეთი - 8
ისრაელი - 4
შვეიცარია - 3
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით