წარმოშობით ქართველი მამუკა ლოსაბერიძე საქართველოსა და ქართულ რაგბის აკრიტიკებს: ეს მათი ერთადერთი შანსია, თუნდაც რამეში დაგვამარცხონ

AutoSharing Option
News.ru საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე რაგბის საკითხს შეეხო, ორი ნაკრების ამხანაგური მატჩის შესაძლო ჩაშლას და "სლავას" ქართველი ლეგიონერების სკანდალურ ინციდენტს. აგრეთვე ინტერვიუ ჩამოართვა რუსეთის რაგბის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ქუთაისში დაბადებულ მამუკა ლოსაბერიძეს, რომელიც "აიაში" თამაშობდა და საქართველოს ეროვნული გუნდის პირველ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა - 1989 წელს ზიმბაბვესთან.

- რას იყტოდით "სლავას" მოთამაშეების ინციდენტზე?
- საბა ილურიძის და რევაზ ბროძელის სიტუაციასთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კლუბის გადასაწყვეტია (დატოვებდნენ თუ მოაშორებდნენ - რედ.). ყოველთვის ვამბობდი, რომ ფედერაციის
გადაწყვეტილებით პრაქტიკულად არ იყო შეზღუდული ლეგიონერთა შეძენა - ეს გლობალური შეცდომაა, რომელიც დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენს რაგბის. ჩვენ არ გვჭირდება ლეგიონერები, ჩვენ გვყავს ბევრი ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც სათადარიგოთა სკამებზე ბერდებიან. მე ლეგიონერებს აქ 4 წლით თამაშს ავუკრძლავდი, ხოლო რაგბი 7-ში, რომელიც სპორტის ოლიმპიური სახეობაა, საერთოდ ავკრძალავდი ტურნირზე ლეგიონერთა დაშვებას.

- რაგბი 15-ზე ლეგიონერთა შესახებ რას იტყვით?
- მე წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ ისეთები გვჭირდება, რომლებსაც დარჩენა შეუძლიათ, საკვანძო მოთამაშეები. მათი არამარტო მოწვევა, არამედ ნატურალიზებაა საჭირო, რათა რუსეთის ნაკრებში იასპარეზონ, შემდეგ კი ჩვენს ქვეყანაში დარჩნენ და ტალანტების გაზრდაში დაგვეხმარონ. მნიშვნელობა არა აქვს, ქართველები იქნებიან თუ ახალზელანდიელები. არაა საჭირო იმათი მოწვევა, რომლებიც ორი წელი ითამაშებენ და უკან წავლენ.

- ნუთუ, ჩვენს ჩემპიონატში ძლიერი ქართველი მოთამაშეები საერთოდ არ არიან?
- იმ ქართველებიდან, რომლებიც რუსულ კლუბებში თამაშობენ, მხოლოდ 3-4%-ის გამოყოფა შეიძლება. მაგალითად მალაღურაძის, კაჭარავასი, ფრუიძის და გაჩეჩილაძის. დანარჩენები უკიდურესად სუსტები არიან, ისინი არავის არ სჭირდება, მათით ვინმე რომ დაინტერესებულიყო, კარგა ხანია საფრანგეთში ითამაშებდნენ და ჩვენ რატომ ვიწვევთ? არ შეიძლება ლეგიონერის მხოლოდ იმისთვის შეძენა, რომ შენსაზე ოდნავ უკეთესია. ასეთი რაოდენობით ლეგიონერები საჭირო არ არის.

- მართებულად მიგაჩნიათ თუ არა, რომ რუსეთის ნაკრებმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატაროს მატჩი?
- სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთისა და საქართველოს ნაკრებები ყოველ წელს ხვდებიან ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატზე და როდესაც თამაში საქართველოს ტერიტორიაზე იმართება, გულშემატკივართა მხრიდან რუსეთის ნაკრების მოთამაშეებისა და რუსეთის ჰიმნის მიმართ ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება ახლავს თან. მეტოქისადმი პატივისცემა ჩვენი თამაშის ქვაკუთხედია, თუმცა საქართველოსთან თამაშისას ეს ასე არ არის. ქართველი გულშემტკივრები სისტემატურად უსტვენენ ჩვენს ნაკრებს, ჰიმნისას ფეხზე არ დგებიან , "უკრაინას" სკანდირებენ, მტრულ ლოზუნგებს გაჰყვირიან და ეს ყველაფერი პირთამდე სავსე 50-ათასიან სტადიონზე ხდება. რუსი გულშემატკივრები ასე არასოდეს არ იქცევიან.

- თუ ასეთი უპატივცემულობაა, რატომ უნდა წავიდეს რუსეთის ნაკრები საქართველოში?
- აი, მეც ამ კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს. რატომ უნდა წავიდეთ იქ? ნამატჩევს ჩვენი მოთამაშეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ვინ აგებს პასუხს? საერთოდ რატომ აგზავნის რუსეთის რაგბის ფედერაცია ახლგაზრდულ ნაკრებს საქართველოში, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა არა გვაქვს, ჩვენ რა, საწვრთნელი ბაზები არა გაგვაჩნია?

როდესაც მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებლად ამხანაგური მატჩების გეგმას ადგენდნენ, მაშინვე გამოვთქვი ჩემი უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოსთან თამაშის გამო, თან ზედ ტურნირზე გამგზავრების წინ. ეს შეხვედრა არც ტექნიკურად და არც ფსოქოლოგიურად არ გვჭირდება. დიდი ალბათობით დავმარცხდებით და ასევე დარწმუნებული ვარ, ქართველ მოთამაშეებს რაც შეიძლება მეტი ჩვენი მორაგბის ტრავმირებას დაავალებენ. ამას გარდა, რუსეთის ნაკრების უსაფრთხოების გარანტიასაც არავინ არ მოგვცემს. საქართველოში რაგბი რელიგიაა, ერთადერთი შანსია, თუნდაც რამეში დაამარცხონ რუსეთი.

- მაშ, რა უნდა მოიმოქმედოს რაგბის ფედერაციამ?
- ვფიქრობ, შექმნილ სიტუაციაში ამჟამინდელ ხელმძღვანელობას კარგა ხანია უნდა მოეწვია რიგგარეშე კრება, მოესმინა სპეციალისტების აზრი და ამ მატჩზე უარი ეთქვა, რომელიც ვიღაცას უნდა თავს მოგვახვიოს. ეტყობა, ვიღაცისთვის ძალიან მომგებიანია, რომ საქართველოში გავემგზავროთ და არასაჭირო საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ. თამაში საქართველოშიც რომ არ გაიმართოს, მერწმუნეთ, თავისი გუნდის საქომაგოდ რამდენიმე ათასი ქართველი გულშემატკივარი მაინც ჩავა.

P.S. რუსეთის რაგბის ფედერაციამ იუწყა, რომ ჯერ თბილისურ მატჩთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია არ არსებობს. "თქვენ ფიქრობთ, ახლა არსებობს ასეთი მონაცემები? არ არსებობს. ამაზე ფედერაციის ოფიციალური კომენტარი ნახეთ? არა. ჩვენ შეგატყობინებთ", - განგვიცხადეს რუსეთის რაგბის ფედერაციის პრესსამსახურში.

მკითხველის კომენტარები / 74 /
მინდოდა კომენტარის დაწერა, მაგრამ კაცი როცა ყ..ა რა აზრი აქვს
კახა ქ.
07 ივლისი 2019 22:43
0
ეს რო ეთქვა რუსეთში დაბადებულ გაზრდილ კაცს რომელსაც ჰქვია ლიოვა ფედია ანრამე რუსული სახელი და გარტყმაში არ არის საქართველო რაარის და ქართველია თუარა კიდე ხო და ეს ქუთაისში დაბადებული კაცი ასე რამ დააქინძააა
ds
07 ივლისი 2019 00:10
1
რა ქნას ამ კაცმა რუსებს ისე ყავს ნახმარი სხვას ვერ ამბობს ვერაფერს ....აქ დაწერილ კომენტარების საპასუხოდ ..არ შეგვიძლიაო ჩვენ ომიო ...!!!ეგეთი მიდგომით და აზროვნებით არც არასდროს შეგვეძლება ( უფრო სწორად შეგეძლებათ )2008 წლამდის საქართველოს ორი ომი ქონდა რუსეთთან და თუ ვერ მოუგო კბილები ისე დაულეწა რომ 15 წელი გასროლას ვერ ბედავდნენ დძანააც უნდოდათ პანკისის დაბომბვა და შესვლა მაგრამ ვერ გაბედეს ...სანამ გიჟი || არ შემოგვაპარეს ( პირველმა გიჟმა ის ორი ომი წაგვაგებია ერთი დაიწყო და მიატოვა მეორეში ზურგში გვესვროდა ) ვინაც ჩააბარა ყველაფერი რაც შეიძლებოდა და მერე გაიძახოდს მოვიგეთო ...უბრალოდ ეგ არაფერი იქბებოდა ისეთი რომ ორი რამ არა პირველი ჩვენში გახადა ბევრი მშიშარა და პესიმისტი :რომ ჩვენ ომი არ შეგვძლია და მეორე რუსებს დაუბრუნა თავისთავის რწმენა ( ჩეჩნეთის შემდეგ) და ვინებიც გაიძახით არ შეგვიძლიაო თქვენ თავზე თქვით ეგრე მეშინია და არ შემიძლიაო ...აბა კითხეთ იმ ბიჭებს ვინც 2008 წელს ცხინვალში ომობდა ან იმათ ვინც 1992-1993 წლებში სოხუმს 1წელზე მეტს კბილებით იცავდა და ამას არც უფროსობა არც იარაღი არც ნორმალური ჯარი არ იყო რუსები და მათი გოშიები სისხლს ...სმდნენ სიმწრიდან ტყუილი მოლაპარაკება რომ არა კიდევ დიდხანს ვერ მოეჭამათ რამე ატომის გარდა ყველა იარაღი გამოიყენა ან იმ შემორჩენილ მოხუცებს კითხეთ 700000 რომ გერმანიას ებრძოდა ....ისე ზუსტად 20 წლით ადრე 1921 -ში რომ 70000 მაინც გამოეყვანა მაშინდელ უვარგის მთავრობას ( როგორიც ხშირად გვყავს ) რუსები თავიანთ წითლებიან-თეთრებიანად მოშორებული გვეყოლებოდა როგორც ფინეთმა მოახერხა ...არაფერს ვამბობ 1921 -ში შემოსვლისთანავე რამდენი დახვრიტეს და გააქციეს არც იმას რომ 1941-1945 წლებში იმ 350000 -ის დაღუპვასაც ავიცილებდით ...ასე რომ ხმა არ გაიღოთ ომი არ შეგვიძლიაო ამით რუსებს კიდევ მეტად ის თაგვის გული ეზრდებათ და მთლად თავხედდებიან ...!!!!
Auee
06 ივლისი 2019 22:09
3
მადლობა, ჯიგარი კაცი ხარ.
Geo_Dinamo
07 ივლისი 2019 09:49
0
თავისი თავის მაინც არ შერცხვება როდესმე??? ან მშობელი არა გყავს ან ნათესავი ან მეგობარი ფუიიი შენი
n
07 ივლისი 2019 01:23
2
რა შეუძლება უწოდო ასეთ პატარა ადამიანს. ასეთებმა არც კი იცის რისთვის არსებობს და სუნთქავს
გუჯი
06 ივლისი 2019 19:06
3
,, ...დარწმუნებული ვარ, ქართველ მოთამაშეებს რაც შეიძლება მეტი ჩვენი მორაგბის ტრავმირებას დაავალებენ. ამას გარდა, რუსეთის ნაკრების უსაფრთხოების გარანტიასაც არავინ არ მოგვცემს. საქართველოში რაგბი რელიგიაა, ერთადერთი შანსია, თუნდაც რამეში დაამარცხონ რუსეთი.“ - თვითონ გადაგყავთ პოლიტიკურში და მერე კიდეც დაუსტვენენ ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლოს (ჰიმნს და არა რაგბისტებს) და კიდეც აგინებენ პუტინის რუსეთს.შენ კიდევ კაცი არა ყოფილხარ
gizo
06 ივლისი 2019 18:54
3
ვაზელინა.
უფრო ღირსეულადაც შეიძლება საკუთარი და სამშობლოს ინტერესები დაამთხვიო
r7
06 ივლისი 2019 18:22
3
რატომ იბადებიან ასეთი გარეწრები საერთოდ. ლოსაბერიძე, რუსებმა სტალინი არ დააფასეს იმპერიად აქცია და შენ ვინ ხარ, ერთი მლოკველი პირადი კეთილდღეობისთვის. მოკვდები და დაგაფსამენ საფლავზე და ღირსიც იქნები. რაც შეეხება საქართველოს ჩვენთვის ამ განცხადების მერე უკვე მკვდარი და აყროლებული მძორი ხარ.
როდენი
06 ივლისი 2019 22:15
1
ასე აგრესიულად თავად რუსები იშვიათად იქცევიან! ამ ქამელეონს კი უნდა ვუთხრა: Мы часто вспоминаем твою мать.
3333
06 ივლისი 2019 22:14
1
საქართველოს ყველაზე დიდი მტრები გადაგვარებული ქართველები იყვნენ.
არჩილ
06 ივლისი 2019 21:02
1

სიახლეები პოპულარული