2-დღიან ფორუმს „მსოფლიო რაგბის“ სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელი პირები უძღვებოდნენ. მასზე მიწვეულნი იყვნენ მსოფლიოს 25 მოწინავე სარაგბო ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებმაც რაგბის პოპულარიზაციის ზრდის საკუთარი ხედვები წარადგინეს.
დუბლინში საქართველოს რაგბის კავშირს მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერი სიმონ მაისურაძე წარმოადგენდა:
„მსოფლიო რაგბის სურვილია, რომ რაგბის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდოს და ამ მიზნით რაგბი 15-ის გარდა დიდი ყურადღება დაეთმობა რაგბი 7-ს, რაგბი 10-ს, ქვიშის
7-კაცა, ქალთა და ქვიშის რაგბი საქართველოში მეტ-ნაკლებად პოპულარულია. ამ მიმართულებების უფრო მეტად განვითარებისთვის კავშირი უკვე მუშაობს, 10-კაცა რაგბი კი საქართველოსთვის უცხო ხილია. ის მსოფლიოშიც ახალი მიმართულებაა, თუმცა რეგულარულად, წელიწადში რამდენჯერმე იმართება საერთაშორისო ტურნირები წამყვანი სარაგბო ქვეყნების კლუბებისა და ნაკრებების მონაწილეობით.
„გვაქვს სურვილი, რომ მომავალი წლიდან ჩვენც ჩავატაროთ ტურნირი რაგბი 10-ში. ის ძალიან ახლოსაა რაგბი 15-თან და სეზონის წინ გუნდებს მომზადებაში დაეხმარება. რაგბი 10-ში 5 მორკინალი, 9-10 და სამი უკანახაზელი თამაშობს. თითო ტაიმი 10 წუთი გრძელდება და დღეში თითო გუნდს 3-3 თამაშის გამართვა შეეძლება. ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ და იმედია, გაისად ტურნირის გამართვა მოხერხდება“ - ამბობს მაისურაძე.
„მსოფლიო რაგბიში“ მნიშვნელოვანი სიახლეებია მარკეტინგის მიმართულებით. მათ დაიქირავეს ფორმულა 1-ის მარკეტინგის ყოფილი ხელმძღვანელები და მათი დახმარებით რაგბი უფრო შემოსავლიანი უნდა გახდეს, რის შემდეგაც დაფინანსება გაეზრდებათ „მსოფლიო რაგბის“ წევრებსაც. გარდა ამისა, მწვრთნელთა, მსაჯთა და სამედიცინო პერსონალის კურსების გარდა, „მსოფლიო რაგბი“ დანერგავს მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კურსებს. შესაძლოა, „მსოფლიო რაგბის“ მენეჯმენტისა და ადმინისტრირების პირველი 3-დღიანი კურსი საქართველოში პირველად მიმდინარე წლის ბოლომდე ჩატარდეს, მომავალი წლიდან კი, კურსები რეგულარულ ხასიათს მიიღებს.
რაგბის გლობალიზაციის მიმართულებით კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ წლიდან-წლამდე გაიზრდება ურთიერთშეხვედრების რაოდენობა პირველი და მეორე დონის სარაგბო ქვეყნების ნაკრებებს შორის, რაც ამ გუნდების დონეთა დაახლოებას უზრუნველყოფს.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ევროპის რანგით მეორე სანაკრებო ტურნირს, რაგბი ევროპის ჩემპიონატს, რომელშიც "ბორჯღალოსნები" ყოველწლიურად მონაწილეობს. „მსოფლიო რაგბიმ" მის ზედამხედველად ჯონ ჯეფრი დანიშნა, რომელმაც პირობა დადო, რომ ტურნირი უფრო მაღალი დონის გახდება და გაიზრდება მისი დაფინანსება.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით