"ბორჯღალოსნებს" აღარად აგდებენ? - რუსებმა მიზნად რაგბი ევროპის მოგება დაისახეს

AutoSharing Option
რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იგორ არტემევი ამბობს, რომ მათი მიზანი რაგბი ევროპის მოგებაა.

მსოფლიოს თასზე რუსეთის ნაკრებმა ოთხივე მატჩი წააგო, მის მწვრთნელ ლინ ჯონსს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს და ამბიციური ამოცანა დაუსახეს.

"ჩვენ მოგვწონს ლინ ჯონსთან მუშაობა. უახლოესი ამოცანა რაგბი ევროპაა. თუ ჩვენი გუნდი კონდიციებს შეინარჩუნებს, რომლებიც მსოფლიოს თასზე თავის საუკეთესო შეხვედრებში აჩვენა, მაშინ არამარტო სამეულში მოხვედრის ძალიან კარგი შანსი გვექნება. ამოცანა მაქსიმალური იქნება - ევროპის ჩემპიონობა", - განუცხადა არტემევმა ТАСС-ს.

რაგბი ევროპა 2020 წლის თებერვალ-მარტში გაიმართება და მასში მონაწილეობას
საქართველოს, რუსეთის, რუმინეთის, ესპანეთის, პორტუგალიის და ბელგიის ნაკრებები მიიღებენ.

მკითხველის კომენტარები / 27 /
იქნებ ვინმემ ხმა მიაწვდინოს რუსეთის ნაკრების ხელმძღვანელობას, პირდაპირ რომ მსოფლიო ჩემპიონობა დაისახონ მიზნად არ ჯობია? (რა ვიცი მგონი უკეთესი ტიტულია?????)
gela 67
15:32 04-11-2019
0
ბორჯღალოსნებს არად აგდებენ"..მაგარი "გენიალური" აღმოჩენააა...ჩვენ რომ გამოვალთ ხოლმე და სპორტის ნებისმიერ სახეობაში რომ გვაქვს ჯანსაღი თუ ამბიციური პრეტენზია პირველობაზე "ვის არაფრად ვაგდებთ" მაშინ?....რუსებმა თუ სამოქმედო პროგრამა დაისახეს და ჩვენ არ შეგვითანხმეს..დიდი ბოდიში რა...:)))))))))))))))))
saba
13:03 04-11-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული