"ბარბაროსებმა" ლონდონში შეკრება დაიწყო, რომელსაც სათავეში ინგლისის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ედი ჯონსი უდგას. "ბარბაროსები" პირველ მატჩს შაბათს, 16 ნოემბერს, ფიჯის წინააღმდეგ ინგლისის დედაქალაქში, "თვიქენჰემის" სტადიონზე ჩაატარებენ.
მსოფლიოს ჩემპიონები სამხრეთ აფრიკის რიგებში: ლუხანიო ამი, მაკაზოლე მაპიპი და ტენდაი "მხეცი" მტავარირა სხვა მორაგბეებთან ერთად ესწრებოდნენ სავარჯიშო პროცესს ლონდონში.
როგორც ზევით აღვნიშნეთ, პირველ შეხვედრაში "ბარბაროსების" მწვრთნელი ედი ჯონსი იქნება, რომლის გაწვრთნილი ინგლისიც მსოფლიო თასის ფინალში სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა.
50 000-იან სტადიონზე სრულ დასწრებას ელოდებიან. აღსანიშნავია, რომ ბილეთების ფასი 20 ფუნტიდან (დაახლოებით, 70 ლარი)
იწყება.
დასანანი გახლავთ ის, რომ "ბარბაროსების" შემადგენლობაში წელს არცერთი ქართველი არ იქნება.
ფორვარდები: ტენდაი მტავარირა (სამხრეთი აფრიკა), რორი ბესტი (ირლანდია), ენრიკე პიერეტო (არგენტინა), ლიუკ ჯონსი (ავსტრალია), მეთ ფილიპი (ავსტრალია), პით სამუ (ავსტრალია), მარკო ვან სტადენი (სამხრეთი აფრიკა), ჯოშ შტრაუსი (შოტლანდია), ენდრიუ მაკალიო (ნაკრების გარეშე), კამპესე მააფუ (ფიჯი), ჰენკუს ვან ვიკი (ნაკრების გარეშე), ტაილერ არდრონი (კანადა), ანგუს კოტრელი (ნაკრების გარეშე)
უკანახაზელები: მაკაზოლე მაპიპი (სამხრეთი აფრიკა), მატიო ბასტარო (საფრანგეთი), ლუხიანო ამი (სამხრეთი აფრიკა), იანო ვერმააკი (სამხრეთი აფრიკა), დივიდ ჰევილი (ახალი ზელანდია), მორნ სტეინი (სამხრეთი აფრიკა), სანტიაგო იგლესიასი (არგენტინა), ქარვინ ბოში (სამხრეთი აფრიკა), ბილი მიქსი (ნაკრების გარეშე), ბაუტისტა ეზკურა (არგენტინა), ანდრე ეშტერჰიუსენი (სამხრეთი აფრიკა), ჯო პაუელი (ავსტრალია), დილიან ლიდსი (სამხრეთი აფრიკა)