საქართველო XV-მა ამჯერად "ხაგუარესს" ლელო დაუდო, თუმცა მაინც დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველო XV-მა არგენტინული ტურნეს მეორე მატჩში ზე-რაგბის ვიცე-ჩემპიონ "ხაგუარესს" ლელო დაუდო, თუმცა, მასპინძლებმა ერთი კვირის წინანდელის მსგავსად 66 ქულა აიღეს და 66:7 იმარჯვეს.

ბესიკ ხამაშურიძის შეგირდებმა ამჯერად უკეთ ითამაშეს, პერიოდულად ბურთს აკონტროლებდნენ, ფაზებს აბამდნენ და რამდენჯერმე შევიდნენ მეტოქის 22-ში, მაგრამ კლასით ბევრად უფრო მაღალი დონის გუნდთან ვერაფერს გახდნენ.

შესვენებამდე საქართველო XV "ხაგუარესის" 22-ში ოთხჯერ შევიდა, მეტოქის დაცვამ კი, კარგად იმუშავა და ყველა ჯერზე უქულოდ დავრჩით. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ჯარიმების კარში დარტყმაზე უარი ვთქვით და მხოლოდ ლელოზე ვთამაშობდით. სტუმრები
დაცვაშიც თავგანწირვით ირჯებოდნენ და რამდენჯერმე შევძელით მეტოქის სახიფათო შეტევების შეჩერება, თუმცა მასპინძლებმა შესვენებამდე ოთხი ლელოს დადება მაინც მოახერხეს და 26:0 დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ხაგუარესმა" მეხუთე ლელო მიითვალა, მე-60-ეზე კი ქართველებმა არგენტინულ ტურნეზე პირველი ლელო მიითვალეს. რაქიდან გასული ბურთი ვანო ფუტკარაძემ მიიღო, ორ მბოჭავს გაექცა და ოფლოუდი ბექა გვარამიას ამოუგდო, რომელმაც ბოლო მბოჭავი ჩამოიცილა და არგენტინელთა ჩასათვლელ მოედანში შევიდა, ხოლო გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა. როგორც დიდ გუნდებს სჩვევიათ, დასკვნით წუთებში "ხაგუარესმა" ტემპს უმატა, ლელოები დადო და 66:7 იმარჯვა.

შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ მასპინძლებმა 66:3 იმარჯვეს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 19 /
გვეტყობა პროგრესი
მთ
10:42 25-01-2020
0
რამხელა პროგრესია, რაგბი ჩვენი თამაშია)))
Geoachi
10:35 25-01-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული