რაგბის ცოცხალი ლეგენდა დაბრუნდა და სასაცილო ხელფასს დათანხმდა...

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდის მფლობელი ეროვნული გუნდის რიგებში დაგროვებული ქულებით, სამგზის წლის საუკეთესო მორაგბე დენ კარტერი ახალზელანდიურ "ბლუზში" დაბრუნდა.

38 წლის კარტერი უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში იაპონური "კობელკო სთილერსის" რიგებს იცავდა, ჩემპიონატის გაუქმების შემდეგ ოუკლენს დაუბრუნდა და ამ ქალაქის გუნდშივე გააგრძელებს კარიერას.

"როცა ეს წინადადება მივიღე, მაშინვე თანხმობა არ განმიცხადებია, თუმცა, ამავე დროს, გავაანალიზე, რომ ეს იყო შანსი, მევარჯიშა და მეთამაშა იმ ქალაქში, სადაც ჩემი შვილები სწავლობენ, სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობს.

ამასთანავე, ეს კარგი შესაძლებლობაა უმაღლეს დონეზე თამაშისა. "ოუქლენდ ბლუზში"
ძალიან ნიჭიერი ბიჭები არიან და ვეცდები, ჩემი გამოცდილება მათ მოვახმარო და წინსვლაში დავეხმარო", - განაცხადა კარტერმა პრეზენტაციისას.

კარტერი სათადარიგო 10 ნომრის პოზიციაზე ითამაშებს და მისი ხელფასი სასაცილო იქნება. კარტერი თვეში, დაახლოებით, 7000 ახალზელანდიურ დოლარს (დაახლოებით 4500 ამერიკული დოლარი) მიიღებს, რაც მისი დონის მოთამაშისათვის უხერხულიც არის.

მომზადებულია stuff.co.nz-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველაფერი ფულზე არ იყიდება
გრიგოლ1408
22:24 04-06-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული