ეს არჩევანი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ბოდენ ბარეტმა შესანიშნავად შეძლო "ოლ ბლექსის" მგეზავის, დენ კარტერის შეცვლა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გოლიათური ნაბიჯებით წინ მიიწევს ბოდენის 19 წლის ძმა ჯორდი ბარეტი, რომელსაც ახლახან დებიუტი ჰქონდა ახალი ზელანდიის ნაკრებში, უნდა ვივარაუდოთ - რაგბიში ბარეტების ერა იწყება.
წლის საუკეთესო მორაგბე ქალად ინგლისელი სარა ჰანტერი დაასახელეს.
საუკეთესო გუნდი "ოლ ბლექსია", საუკეთესო მწვრთნელი კი, ბუნებრივია, რომ ახალი ზელანდიის
ნომინაციები
წლის საუკეთესო მორაგბე კაცი: ბოდენ ბარეტი (ახალი ზელანდია)
წლის საუკეთესო მორაგბე ქალი: სარა ჰანტერი (ინგლისი)
წლის საუკეთესო გუნდი: ახალი ზელანდია
წლის საუკეთესო მწვრთნელი: სტივ ჰანსენი (ახალი ზელანდია)
წლის აღმოჩენა: მარო იტოჯე (ინგლისი)
შვიდკაცა რაგბის წლის საუკეთსო მორაგბე: სეაბელო სენატლა (სამხრეთი აფრიკა)
შვიდქალა რაგბის წლის საუკეთესო მორაგბე: შარლოტ კასლიკი (ავსტრალია)
წლის საუკეთესო მსაჯები: ალამბრა ნიევასიი (ესპანეთი) და რასტა რასივჰენგე (სამ. აფრიკა)
წლის საუკეთესო ლელო: ჯიმი ჰისლიპი (ირლანდია)
პრიზი განსაკუთრებული დამსახურებისთვის: სიდ მილარი
პრიზი მებრძოლი ხასიათისთვის - რაგბი საზღვრებს ხსნის, ავსტრიის რაგბის კავშირი
ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული წარმატებისთვის: ავსტრალია (ქალები) და ფიჯი (კაცები)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"