ირაკლი აბუსერიძე: სვანიძის ადგილას აქამდე გადავდგებოდი

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის აწ უკვე გადამდგარი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე ტელეკომპანია "მთავართან" საუბრისას ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებს, ხოლო პრეზიდენტობის კიდევ 2 პრეტენდენტი - ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე სვანიძის გადადგომას ეხმაურებიან.

"ამ ოთხი წლის პერიოდში ქართულმა რაგბიმ რა რეგრესიც განიცადა, მე ვთვლი, რომ მე რომ ვყოფილიყავი, მე მანამდე გადავდგამდი ამ ნაბიჯს. როცა ხარ სათავეში და ყველა შენი წინააღმდეგია, აქამდე უნდა გადადგა ნაბიჯი, რომ ქართული რაგბი, ეს თემი, არ უნდა გაყო და არ უნდა გახლიჩო. როცა ყველა გიპირისპირდება, ესე
იგი, რაღაც პრობლემაა", - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

"ეს გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, განმუხტავს დაძაბულობას, რაც იყო რაგბიში. ზოგადად, ძალიან არ მომწონს ეს ცუდი აჟიოტაჟი რაგბის გარშემო, არა მარტო არჩევნების გამო, იმიტომ, რომ არ ეკუთვნის ქართულ რაგბის ეს აჟიოტაჟი, იმიტომ, რომ ქართულ რაგბის და მორაგბეებს დიდი დამსახურება აქვთ ამ ქვეყნის წინაშე", - აღნიშნა ბაჩო ხურციძემ.

მომზადებულია mtavari.tv-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 16 /
რეგბის გრძელი ბურთი უნდა გჭედონ სადაც საჭიროა და მერე ვნახოთ, გადადგებოდი, თუ ჩამოჯდებოდი. რაც შენ მაყუთი ღუნე, რატომ არ გარბიხარ ქვეყნიდან? არ გეყო ხომ? ეგრე იყო სვანიძეც, ვერ გაძღა,,,..
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
01 აგვისტო 2020 06:39
2
Ბოღმა ტიპი ჩანს. Მგონი Დაკოდეს რაგბიც...
ანდრი
01 აგვისტო 2020 12:52
2

სიახლეები პოპულარული