ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება

AutoSharing Option
რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით, ყრილობა 30 დეკემბერს ჩატარდება.

"საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა საერთო კრება (ყრილობა) 30 დეკემბერს, თბილისში, "ლოკომოტივის" სარაგბო ბაზაზე გაიმართება.

ყრილობა, რომელიც კოვიდ-პანდემიის გამო თითქმის ერთი წლით გადაიდო, 13:00 საათზე დაიწყება.

დღის წესრიგის თანახმად, ყრილობაზე მოისმენენ რაგბის კავშირის გამგეობისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შემაჯამებელ ანგარიშს; მოხდება საერთო კრებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა და შეკრებილები მოისმენენ მათ გამოსვლას, რის შემდეგაც დაიწყება კენჭისყრის პროცედურა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატები არიან ლაშა (ბაჩო) ხურციძე და ირაკლი
აბუსერიძე და გოჩა სვანიძე", - იტყობინება რაგბის კავშირი თავისი საიტით.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მიდი, ბაჩო!
zuka
00:55 21-12-2020
1
არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იქნება თუ პროპორციულით? მინიმალური ბარიერი რამდნი პროცენტია? საერტაშორისო მკირვებლები იქნებიან უბანზე?
იდალგო
09:05 19-12-2020
0

სიახლეები პოპულარული