"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: lelo.ge

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით ტემპერატურა არ ცხრება და დღეს, 25 დეკემბერს, კიდევ ერთი დაძაბული ეპიზოდი ვიხილეთ.

დღეს "ლელო სარასენსის" ბაზაზე რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა გაიმართა, რომელიც 30 დეკემბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნების გადატანის შესახებ მსჯელობდა. რაგბის კავშირის გამგეობის სხდომას, საბოლოოდ, ორი კანდიდატი - ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე დაესწრნენ. ამის გარდა, რამდენიმე მორაგბემაც მოახერხა სხდომაზე შესვლა.

"ლელოს" ინფორმაციით, ძალაში დარჩა გადაწყვეტილება არჩევნების 30 დეკემბერს გამართვის თაობაზე, თუმცა კვირას, 27 დეკემბერს რაგბის კავშირში გამგეობა კიდევ ერთხელ შეიკრიბება და საბოლოო
გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი...

მანამდე კი რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა ხმაურისა და გაძლიერებული დაცვის ფონზე მიმდინარეობდა. 14 საათის ნაცვლად, იგი, დაახლოებით, ერთი საათის დაგვიანებით, ხმაურითა და ტერიტორიაზე გაძლიერებული დაცვით დაიწყო. სხდომაზე შეშვებას ითხოვდა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე. ადრე გაცნობეთ, რომ მისი გამგეობაზე დასწრება დარღვევად მიიჩნია ერთ-ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ლაშა (ბაჩო) ხურციძემ, თავად სვანიძე კი ამტკიცებდა, რომ ამის უფლება მისთვის არ შეუჩერებიათ.

"ცოცხებით გავყრი მაგათ" - ასეთი იყო სვანიძის კომენტარი.

კავშირის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა თორნიკე გოგებაშვილმა თავად შეიყვანა სხდომაზე გოჩა სვანიძე და განაცხადა, რომ გამონაკლისის სახით, დღევანდელ გამგეობას საპრეზიდენტო კანდიდატები დაესწრებიან...

წყარო: lelo.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
მაგათ ისე აინტერესებთ რაგბი, როგორც მე ჰოკეი. იმ 30 მილიონის ხელში ჩაგდება და კონტოლი უნდათ რითაც რაგბი ფინანსდება და მაგიტომაა რომ ჭამენ ერთამნეთს.
3
კი მარა ეს რაგბის მახრა სვანიძე არ წაეთრა?კიდე რაღა უნდა?რა პადოშიაქ ასეთი გაუცვეთავი
ბონდო
19:57 25-12-2020
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული