ნიჟარაძე: არ იცით, ივანიშვილი რაგბისთვის რას აკეთებდა, არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ "ტვ იმედს" ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

"რაც ქართულ რაგბიში ხდება, იმას მხოლოდ ქაოსი შეიძლება დავარქვათ. ამაზე მეტის თქმა შემიძლია, თუმცა საჭიროდ არ მიმაჩნია და თან, არც სიტუაციის გამწვავება მინდა. პირიქით, ყველაფერს გავაკეთებთ, ქართული რაგბი მსოფლიოში საუკეთესო რომ გახდეს.

სამართლებრივი ნორმების თანახმად, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ის პირი უნდა აირჩეს, ვინც ყველაზე სწორ ხედვას ჩამოაყალიბებს, რომელიც პროგრამას წარადგენს და კონკრეტულ ფაქტებს დაასახელებს. ჰაერზე საუბარი საკმარისი არაა. დღევანდელი კანდიდატებისა ამ მხრივ არაფერი შეგშურდება.
წინ რთული და ძნელი წლები გველოდება, მაგრამ ნამდვილად ვიცი, ყველა პრობლემა გადაილახება.

ყველა ფიქრობს, რომ "ქართუსა" და ბიძინა ივანიშვილის დახმარება ინფრასტრუქტურული პროექტებით შემოიფარგლებოდა, თუმცა ეს ასე არ არის. მისი მხრიდან სერიოზული ფინანსური დახმარება მოდიოდა, რომლის წყალობითაც სხვადასხვა პროექტს ვაკეთებდით. თუნდაც ის ფაქტი ავიღოთ, ნაკრებში ყოფნის დროს კლუბები მორაგბეებს ხელფასებს არ უხდიდნენ და იმ თანხას მოთამაშეებს ფონდი უხდიდა.

მსოფლიოში არცერთ მეცენატს არ ჩაუდია რაგბიში იმდენი ფული, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. სწორედ ამიტომ დააჯილდოვა World Rugby-მ ივანიშვილი სპეციალური ორდენით."


altრაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

მკითხველის კომენტარები / 30 /
ჰო, კუნთმაგარი ტიპები სჭირდებოდა და.............
ვი–რუსი
22 იანვარი 2021 20:35
47
არ ვიცი რატომ, უჭერენ ირაკლი აბუსერიძეს მისი მხარდაჭერები, რას შეპირდა მათ? ან რა არგუმენტები აქვთ? არ ფიქრობთ, რომ უსაფუძვლოა მისი ამბიციები? რა, ყველაზე საუკეთესო 9 ნომერი იყო ქართული რაგბის ისტორიაში, თუ ყველაზე სახელოვანი ნაკრების კაპიტანი? ამ კრიტერიუმით ყველაზე დიდი კაპიტანი და დიდი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე რაგბისტი საქართველოს ლეგენდარული მამუკა გორგოძე ყავს ! ! ! ევროპულ და მსოფლიო რაგბში მისი, როგორც ქართული რაგბის ხელმძღვანელის პრეზენტირება მხოლოდ დადებითად იმოქმედებს ჩვენი რაგბის ავტორიტეტზე. თუმცა არც მამუკას შემთხვევაში შეიძლება აპრიორი იმის თქმა, რომ ის საუკეთესო მენეჯერი იქნება და მის შემთხვევაშიც აუცილებლობა იქნება ისეთი გამოცდილი სარაგბო მენეჯერის გვერდზე ყოლა, როგორიც ბაჩო ხურციძეა. ვფიქრობ ღირს ამ საკითხზე დაფიქრება ! ! !
პანტელეიმონი
23 იანვარი 2021 03:32
13
არა მგონია გორგოძე ამ საგიჟეთში გაერიოს. იმედია მოვა გორგოძის დროც, ჯერ ადრეა.
გიორგი
23 იანვარი 2021 16:04
0
რატომ ვერ ხვდებით რომ ძალიან სასაცილოები ხართ? დაანებეთ თავი რაგბიში საკუთარი ხალხის "შეტენვას", იყო ხურციძე და ყველამ, იმ ხალხმა, ვინც ირჩევს პრეზიდენტს, კარგად ნახა რასაც წარმოადგენს. დაანგრევს ყველაფერს ხურციძე. მეორე, რა გააწყალეთ გული ნიჟარაძის "დამსახურებებით"საქმე? დამსახურება არის მოთამაშეების, გუნდების და არა ნიჟარაძის. ნიჟარაძემ რაც "გააკეთა" იმაზე მოუწევს პასუხის გაცემა. მისი მსოფლიო ევროპა რაგბიში და მსოფლიო რაგბიში წარმომადგენლობა არის ქართველი მოთამაშეების დამსახურება. და ნუ გააწყალეთ გული დემაგოგიით.
ყოფილი მოთამაშე
23 იანვარი 2021 10:28
3
ყველა გამოხმაურება
რა ვერ გაიგე რომ ერთი მხარდამჭერით არჩევნების მოგება არ ხდება? არ აქვს ხურციძეს ხმები და იქამდე უნდა ატარონ არჩევნები სანამ არ მოიგებს? გოჩას რომ არ გადაეტანა არჩევნები, მაშინაც იგივე შედეგი დადგებოდა,. ნიჟარაძე, პატივი ეცი დელეგატების არჩევანს, იქ მგონი იმაზე მეტნი იყვნენ ვიდრე შენ და ბაჩო... ისე ასე ძალით გათრეული პრეზიდენტი ფეხბურთის გვახსოვს ჩვენ, თავის შედეგებით....
პანტელეიმონ-ს
23 იანვარი 2021 14:34
11
ძალიან ჩალიჩობთ სვანიძესა და აბუსერიძეს შორის უთანხმოება ჩამოაგდოთ, მაგრამ არ გამოგივათ. თქვენ, ნიჟარაძემ, ხურციძემ, ლელოს თავკაცმა, აიას პრეზიდენტმა, ვიღაც სოსო ტყემალაძემ, სამწუხაროდ სხვა სპორტის ფედერაციის ჩინოსნებმა, ასევე შევარდნაძის ხელისუფლების დროს მოღვაწე დეპუტატებმა (კიდევ მოქმედმა ჩინოსნებმა, რომელთა გვარებიც გაჟღერდა და აღარც კი გავიმეორებ) აამღვრიეთ წყალი, თქვენ დაატაკეთ ერთმანეთს აბუსერიძე და სვანიძე, რომ მერე თქვენ გამოცხადებულიყავით რა მაგარი ბიჭები ვართო. კარგია რომ დროზე მიხვდნენ და მიგიჩენენ ადგილა სადაც საჭიროა.
ვინმე გიორგის
23 იანვარი 2021 20:07
4
ალბათ ისევ აბუსერიძე გაიმარჯვებს, მაგრამ წესდების მოთხოვნები უნდა შესრულდეს. სვანიძის გაჩალიჩებული საქმეები ყველამ უნდა უარყოს.
გიორგი
23 იანვარი 2021 15:57
3
რაგბის შემთხვევაში არ არის აუცილებელი,რომ მომავალი პრეზიდენტი წარსულში კარგი მორაგბე იყოს! აქ საჭიროა ძლიერი მენეჯერი,რაგბის სიყვარული,პატრიოტობა! საქმის ცოდნაა საჭირო და არა მხოლოდ ამბიცია!!! აბუსერიძეს ან მეორე კანდიდატი რომაა რომელიმეს ულაპარაკიათ გეგმებზე რა მიზნები აქვთ გაწერილი,რა გეგმები აქვთ დასახული? აბუსერიძეს ამას წინებზე სახლიდან ქონდა ჩართვა და იმხელა სკამი ქონდა გამოხოხებული ოთახის შუაგულში სამეფო ტახტი ეგონებოდა ადამიანს,მანდ ჩანდა ამბიცია და ინტელექტი მაგ კანდიდატის.... მეორე კანდიდატს თუ რამე იცის ამოიღოს ხმა,რისთვისთვის მოდის? ორივე,რომ დასვას კაცმა და 15-15 წუთი მისცეს ეთერში,3-5 წუთამდე რამეს მოახერხებენ სალაპარაკოს დრო,რომ შეავსონ.....
zura
24 იანვარი 2021 18:01
2
,,სამართლებრივი ნორმების თანახმად, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს". შემთხვევით გადავაწყდი ამ ფრაზას და მესიამოვნა. რა შესანიშნავია, როცა გეოგრაფი ასე კარგად ერკვევა სამართლებრივ ნორმებში. რაგბის ცოდნა კი მოგეხსენებათ ყველა ქართველს გააჩნია, ამიტომ ეს მისგან არ მიკვირს. დააბრუნეთ ნიჟარაძე - პალატა #6 ელის ლიდერს.
შემთხვევითი გამვლელი
22 იანვარი 2021 20:26
17
ვითომ რატომ ხომ გაიმარჯვა აბუსერიძემ, შენი კაცი არაა და მაგიტომ გინდათ რაღაც მაქინაციებით ხელახალი არჩევნებით შენთვის მისაღები კაცი გაიყვანო ერთხელ უკვე ვნახეთ რაც მოყვა მაგას უსაქმური სვანიძე ერთი ადგილი არ გაურყევია , არც შენი დამსახურებებია ბევრო მოგაწერეს და გაბერიილია საერთოდ თუ წახვალ პენსიაზე დროზე მოშორდები რაგბი უფრო მეტ ხეირს ნახავს ხლართავ რაღაცეებს უსინდისოდ
კახა
23 იანვარი 2021 02:15
20
როდის აქეთ დაიწყო სამართლებრივ ნორმებზე ნიჟარაძემ საუბარი?დიდ მენეჯერთან ერთად დიდი იურისტიც გამხდარა.
ჰაჰაჰა
22 იანვარი 2021 20:19
12
ნიჟარაძემ გაყო ორად ქართული რაგბი. ყვეკაფერი არ გამოუტანიათ გარეთ და იქნებ დაწყნარდეს ეს ბატონი? რატომ გამოდის მხარედ? რაიმე დიდს ხომ არ კარგავს აბუსერიძის გაპრეზიდენტებით? ისე აბუსერიძეს კითხეთ რატომ დაუპირისპირდა?
მე
22 იანვარი 2021 20:05
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული