ირაკლი აბუსერიძე: მშენებელმა ტყემალაძემ ისიც არ იცის, ლელო რამდენი ქულაა

AutoSharing Option
რაგბის კავშირის განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებს "ფეისბუქის" გვერდით ირაკლი აბუსერიძე გამოეხმაურა, რომელმაც 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. მან ახალი კანდიდატი იოსებ ტყემალაძე გააკრიტიკა:

"ხვალ, 2021 წლის 24 თებერვალს, ქართული რაგბისთვის არაკეთილის მოსურნე ხალხი, ყველა ჩვენი წარმატების, ყოველი დადებული ლელოს, გულშემატკივრის სიხარულის, მუხლჩაუხრელი შრომის, ვარჯიშის, ბრძოლის წყალში ჩაყრას შეეცდება!

ერთ, რაგბთან არაფერ შუაში კაცს - მშენებელ იოსებ ტყემალაძეს, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის უკანონოდ გაფორმება სურს (ალბათ ისიც კი არ იცის, ლელო რამდენი ქულაა).

მივმართავ ყველა იმ სარაგბო
კლუბს, ვინც მშენებელი იოსებ ტყემალაძე კანდიდატად წარადგინა. მივმართავ ამ კლუბების ადმინისტრაციას და მორაგბეებს: მე და ჩემი გუნდი გაგებით ვეკიდებით თქვენს გადაწყვეტილებას, რადგან კარგად ვიცით როგორი ზეწოლის და მუქარის პირობებში გიწევთ ამ ნაბიჯის გადადგმა, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: ყველასთვის საბედნიეროდ, მშენებელი იოსებ ტყემალაძე, ხვალ რაგბის კავშირის პრეზიდენტი ვერ გახდება!

მშენებელი იოსებ ტყემალაძე ვერ და არ დააკომპლექტებს საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს! ვერ და არ გადაწყვიტავს საქართველოში საკლუბო რაგბის განვითარების ბედს, ახალგაზრდებში რაგბის პოპულარიზაციის ბედს, ქართველ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხს, რადგან მშენებელი იოსებ ტყემალაძის წინააღმდეგ დგას ქართული რაგბი! მე, ბორჯღალოსანი კაპიტანი, საქართველოს რაგბის კავშირის ლეგიტიმური პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე, ჩემი გუნდი და საქართველოს 18 სარაგბო კლუბის წარმომადგენელი! ჩვენ არ ვაპირებთ ხვალინდელ უკანონობაში მონაწილეობის მიღებას. ხვალ, არჩევნების ჩასატარებლად საჭირო ქვორუმი ვერ შედგება!

თხოვნით მოგმართავთ ჟურნალისტებს, სათითაოდ გამოკითხეთ ყველა სარაგბო კლუბის წარმომადგენელი ვინც ხვალ, რაგბის კავშირში, მშენებელი იოსებ ტყემალაძის მხარდასაჭერად მივა. გამოკითხეთ და აჩვენეთ ქართული რაგბის გულშემატკივრებს ვიღაც, ასევე რაგბთან არაფერ შუაში ხალხი, რომლებმაც კლუბებს ძალით გააფორმებინეს მინდობილობები და მათ მაგივრად აპირებენ ხმის მიცემას. ზოგს საერთოდ ნანახიც არ აქვს რაგბი, არ იცის რამდენი კაცი თამაშობს.

მივმართავთ მშენებელ იოსებ ტყემალაძეს: იოსებ, ხვალ შენ ქართულ რაგბს ხელში ვერ ჩაიგდებ! ეხლა დაჯექი და იფიქრე რამდენი ბოდიშის მოხდა მოგიწევს და რა ზომა-წონის ხალხი გადაგვიმტერე. იფიქრე! შენი პროფესიის კაცი, ორ აგურს სადმე იშოვნის!

და ბოლოს, მინდა ვკითხო ბაჩო ხურციძეს: ამ მშენებელი კაცის მოსაყვანად იბრძოდი ბაჩო?! ბოლომდე სამშენებლო კომპანიად გინდოდა რაგბის კავშირის გადაკეთება?!"

მკითხველის კომენტარები / 23 /
რატომღაც არავის უკითხავს ივანიშვილისთვის როცა 100 მილიონს დებდა რაგბში, მშენებელი იყო თუ ვაჭარი, არც ბიძომ იცოდა რაგბის თამაში და ლელოს დადება დარწმუნებული ვარ. მოგირჩათ ბიძოს მილიონები და ერთმანეთს დაერიეთ. ნაკრებიც იმის მესამედი არაა რაც იყო. ასე რომ არც თქვენ იყავით რაგბის მარადონები ამხელა ამბიციები რომ გაგაჩნიათ. რაგბი რომ კვდება და რუსეთის დონისკენ მიექანებით ნელნელა ეს არაფერია, მთავარია კაი ხელფასზე და ფულიან ქსელში გაებათ გაუმაძღარო სპაიდერმენებო.
.......
24 თებერვალი 2021 14:29
4
წადი რა, თავი დაგვანებე, პარლამენტში რომ იყავი, ხმა არ ამოგიღია, აღიარე ალალად-იყო იქ შენი ადგილი?
Gio
24 თებერვალი 2021 08:15
2
თუ რაგბისტი აბუსერიძე გახდა პარლამენტარი რატო არ შეიძლება მშენებელი ტყემალაძე იყოს პრეზიდენტი? თან რაგბისტი იყო ეგ ტყემალაძე როგორც ვიცი
კორონა
24 თებერვალი 2021 10:11
0
რაო აბუმ,თუ მე არ ვიქნების რაგბის პრეზიდენტი,სულაც ნუღა იარსებესო?
ადამიანი
24 თებერვალი 2021 09:09
2
ეგრე გამოდის. აბუმ მარტო მე ვარ რაგბის სამყაროს რჩეულიო
დათო
24 თებერვალი 2021 09:53
1
და შენ პარლამენტში როცა გამოიჭიმე სიტყვა კონსტიტუცია გაგონილი მაინც თუ გქონდა ... ლაპარაკი ზედმეტია მის ცოდნაზე .... ასე რომ ჯერ საკუთარ თავს მოსთხოვე სიმართლე და სამართლიანობა და მერე სხვებისგან მოითხოვე...
R1valdo
24 თებერვალი 2021 01:42
1
ირაკლი ბატონო, არცაა საჭირო პრეზიდენტმა იცოდეს ლელო რამდენი ქულაა, რადგან ეს მისი საქმე არ არის. მისი საქმეა, ვინც ეს იცის, ის მოიყვანოს თანამდეგობებზე და ყველა პირობა შეუქმნას, რომ მათ წარმატებით იმუშაონ. წინა პრეზიდენტმა კარგად იცოდა რაგბი, მაგრამ ცუდად იცოდა მართვა იმ საქმის, რომელიც რაგბს აკეთებს. ასე, რომ სპორტის ყველა ფედერაციის სათავეში კარგი მენეჯერები უნდა იდგეს და არა წარმატებული სპორტსმენები.
ჟორა გაბრიჭიძე
23 თებერვალი 2021 22:47
2
ეხ აბუ! სამაგიეროდ ძალიან მაგარი მენეჯერია! შენ რომ ოთხი წელი პარლამენტში იჯექი გეკუთვნოდა?! რა გააკეთე, ვის დაეხმარე?! ტყემალაძე წლების განმავლობაში, უხმაუროდ, ყოველგვარი რეკლამის გარეშე ეხმარება ქართულ რაგბს! როგორც გულშემატკივარი და მეცენატი! ერთად გაზრდილი მეზობლები მაინც არ იყოთ!არ გიხდება ასეთი ბოღმის ნთხევა რაგბისტს! ქვორუმიც იქნება და საღი აზრიც გაიმარჯვებს!
გულშემატკივარი, ვეტერანი მორაგბე
24 თებერვალი 2021 10:30
4
ეს იოსებ ტყემალაძე მეთსენატი,მენეჯერი, ლიდერი და.....,
კაი მენეჯერი შეიძლება მიშაც იყოს და ინვესტიციებიც მოიძიოს, მაგრამ ხომ არ ნიშნავს რომ მიშა ჩამოვიყვანოთ რაგბის პრეზიდენტად. ქართულ რაგბს ეხმარებაო.... ჩვენ რაგბის განვითარება გვინდა ქვეყანაში თუ ლელოსი. არ შეიძლება ეროვნულის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყოს რომელიმე კლუბის მწვრთნელი და არ შეიძლება გახდე რაგბის კავშირის პრეზიდენტი, მხოლოდ იმიტომ რომ ხარ ეროვნულის მთავარი მწვრთნელის უახლოესი ძმაკაცი/ნათესავი.
ლევანი, არა მაისაშვილი
24 თებერვალი 2021 17:27
4
სწავლა-განათლებას ააქვს საერთოდ რამე ღირებულება?! ბურთს(არ ააქვს მნიშვნელიბა ოვალურია თუ მრგვალი) რომ მაგრად თამაშობ ავტომატურად იმას ხომ არ ნიშნავს რომ საქმის ხელმძღვანელიც კარგი იქნები?! რამდენი წიგნი გაქვს წაკითხული იმას ხომ საერთოდ აღარ ააქვს მნიშვნელობა!!! მთელი ცხოვრება მოედანზე თუ სხვაგან რომ დარბიან მერე ეგრევე თანამდებობაზე რომ აღმოჩნდებიან ხოლმე წიგნებს როდის კითხულობენ რამე რომ ისწავლონ, გასახდელში?! ზოგიერთმა გამრავლება არ იცის კალკულატორის გარეშე და ამბიციები იცოცხლე იმნაირი აქვთ!!! რამდენი ესეთი შემთხვევაა და მერე გვიკვირს პრობლემები რატომ გვაქვსო!!!
!!!
24 თებერვალი 2021 09:35
1
ერთი აგვიხსენი ამხანაგო აბუსერიძემ რა გინდოდა ოთხი წელი პარლამენტში! იქიდან რით ეხმარებოდი რეგბის განვითარებას!
კოკო
23 თებერვალი 2021 22:40
2
ეგ რაგბის დასახმარებლად არ იყო პარლამენტში, ერთის მხრივ სპორტსმენების მხარდაჭერა მოიტანა ქოცებს, მეორეს მხრივ რასაც ეტყოდნენ იმას დაუჭერდა მხარს პარლამენტში. ეგ იყო მაგის მისიაც და ფუნქციაც პარლამენტში
გიორგი
24 თებერვალი 2021 21:39
0
ე.ი გადავდოთ გვერდზე პოლიტიკა და ვინ ვის მხარესაა და ისე გავაანალიზოთ: რაგბი რომ ფინანსურად ფეხზე დადგა და ინფრასტრუქტურა გაძლიერდა ბიძინას და სახელმწიფოს დამსახურებაა განსაკუთრებით ბოლო წლებში, ეს ტყემალაძე კიდევ ბიძინას ყველა მსხვილ პროექტს ხელძღვანელობდა და კარგი მენეჯერია, არ ყოფილა მორაგბე, მაგრამ მენეჯმენტი და საქმის გაძღოლა იცის მაღალ დონეზე, აბუსერიძემ ამავე დროს რაგბის თამაშის გარდა არ იცის არაფერი, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტარია და პრეზიდენტი რომ გახდეს ისევ ბიძინას, ტყემალაძეს და სახელწიფოს უნდა მიაკითხოს ფულზე და მერე ამ ფულით ისევ თავისი საქმეები მოიწყოს და რაგბი ისევ ისე ერთ დონეზე დარჩეს, ამიტომ ჩემის აზრით ჯობია ტყემალაძე იყოს პრეზიდენტი და აბუსერიძე იქნება თუ სხვა დაეხმაროს სპორტული შედეგების მიღწევაში, მაგრამ რეალურად აბუსერიძეს ის დიდი ფული აინტერესებს და არა რაგბის განვითარება და ამიტომ იბრიქება
ალექს
24 თებერვალი 2021 11:27
7

სიახლეები პოპულარული