ირაკლი აბუსერიძე იოსებ ტყემალაძეს მიმართავს

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილმა კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით განცხადება გაავრცელა.

"იოსებ, ფიქრობ, რომ რაგბი წაიღე?! ჯიბეში ჩაიდე?! გპირდები, რომ მხოლოდ მცირე გაუგებრობად დარჩები ისტორიას!

10 მარტს, იოსებ ტყემალაძე აირჩია პოლიციამ, სპეცრაზმმა და სხვა ვიწრო ინტერესების ხალხმა. პოლიცია და სპეცრაზმი იდგა მორაგბეებს და ტყემალაძეს შორის!

მადლობა ყველა ნამდვილ გულშემატკივარს ვინც იმ დღეს, რაგბის დასაცავად და უსამართლობის გასაპროტესტებლად მოვიდა. ეს მხოლოდ ერთი წაგებული მატჩია! გპირდებით, რაგბს დავიბრუნებთ!

ბრძოლა ეხლა იწყება!" - წერს აბუსერიძე.

- აბუსერიძე ტყემალაძეს მიმართავს" style="height: 50px; width: 50px;" />"ვულოცავ ყველას, ეს სანატრელი დღეც დადგა..." - სოსო ტყემალაძის პრესკონფერენცია

altრაგბის კავშირმა ახალი პრეზიდენტი აირჩია

მკითხველის კომენტარები / 24 /
ბატონო აბუ, რით ვერ გაიგე, რომ რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობა, რაგბის თამაში არ არის. აქ საჭიროა გქონდეს მართვის უნარი, იყო გამოცდილი მენეჯერი და მოიზიდო ინვესტიციები და არ იყო დამოკიდებული იმაზე თუ რას გადმოგიგდებს ბიუჯეტი. შენ კი რომელ ამ სპეციალობაში ხარ დახელოვნებული? ჯერ იყო და რაგბს თამაშობდი და სასწავლებლად არ გეცალა, თამაშს თავი დაანებე, პარლამენტში დაგდეს და კუნძივით იდე იქ, 4 წელი ხმა არ ამოგიღია, გამოხვედი პარლამენტიდან და პრეზიდენტობა მოინდომე, როდის მოიცლი ორი წიგნი, რომ გადაიკითხო და რამე სპეციალობა მიიღო? რაგბის მწვრთნელის პოსტი, რომ იყოს დასაკავებელი, შენ გვერდში დავდგებოდი, მაგრამ ვიცი, კაცი, რომელიც ისეთ საქმეს კიდებს ხელს, რომლის აინუნშიაც არ არის, იმისთვის მოდის, რომ ფული იშოვოს. ამაში კი მხარს ვერ დაგიჭერ.
ჰავლაბრელი ტიღუა
17:55 12-03-2021
18
დაგვანებეთ თავი,თქვენ ყველას მანდ გინდათ ფულის კეთება.სამშობლო და საქმე ფეხებზე გკიდიათ და ამიტომ ნეიტრალური ხალხი არ დადის მსგავს ღონისძიებებზე,გინდ მიტინგზე და გინდ თქვენს აქციებზე.
Status quo
17:10 12-03-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული