სკანდალი ქართულ რაგბიში: რუსეთის ეროვნული 7-კაცა ქუთაისში ქართველებთან ერთად შეკრების გამართვას გეგმავს

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა რაგბის ეროვნული ნაკრები თებერვალში რუსეთის ნაკრებთან ერთობლივი შეკრების გამართვას გეგმავს. ამის შესახებ წერილი საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა.

"მოგეხსენებათ, რუსეთი ჩვენი კონკურენტია მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე და ძალიან გამოგვადგება მათთან ერთად შეკრების გავლა და მათთან თამაშები", - აღნიშნულია ეროვნული ნაკრების მენეჯერის, ალექსანდრე ნიჟარაძის წერილში.

"მთავარი არხი" "შვიდკაცა" ეროვნული ნაკრების მენეჯერ ლექსო ნიჟარაძეს დაუკავშირდა, რომელთანაც სცადა გაერკვია, რატომ გახდა აუცილებელი, ქართველებმა შეკრება რუსებთან ერთად გაიარონ.

"თქვენ არ გაძლევთ ინტერვიუს, [რუსეთის ნაკრებთან შეკრების გამართვა] აუცილებელი იყო. არა, გეუბნებით თქვენ ინტერვიუს არ გაძლევთ,
არანაირ პატივს არ გცემთ არც თქვენ, არც “ტვ პირველს”. დიდი საზოგადოებრივი ინტერესი რომ არის, გაიგებენ სხვა არხების მეშვეობით და არა თქვენი არხების მეშვეობით", – თქვა ალექსანდრე ნიჟარაძემ.

"მთავარმა არხმა" ამ ფაქტთან დაკავშირებით ვეტერანი მორაგბეებიც ჩაწერა. სიმონ მაისურაძის თქმით, რუსეთის ნაკრების მოწვევა და მასთან ხელგაშლილი შეხვედრა ყოვლად უპასუხისმგებლო საქციელია.

ამ აზრს ირაკლი მაჩხანელიც იზიარებს, რომელიც ამბობს, რომ არ ყოფილა აქამდე პრეცედენტი, როდესაც საქართველოს ნაკრებს შეკრება რუსეთთან გაევლო.

საქართველოს ნაკრები ქუთაისში შეკრების გამართვას 24 თებერვალი-1 მარტის პერიოდში გეგმავს, რა დროსაც რუსეთის ეროვნული 7-კაცა ნაკრები საქართველოში ჩამოდის. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ოკუპანტი ქვეყნის მასპინძლობას ჩვენი მხარე სრულიად თავის თავზე იღებს.
მკითხველის კომენტარები / 70 /
ლიტველებს არც კი დახვდნენ აეროპორტში... სამარცხვინოები ხართ
Irakli Apkhaidze
15:03 08-02-2022
15
რატომ რუსეთი? გასაგებია რომ კონკურენტია და გვჭირდება შესწავლა, მაგრამ მთავარი გვავიწყდება. არ მგონია რომელიმე ქომაგმა მოგიწონოთ ეგ ამბავი
Ratom?
13:59 08-02-2022
19

სიახლეები პოპულარული