ინფორმაცია რუსეთის ნაკრებთან შეძენილი ბილეთების შესახებ

AutoSharing Option
საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირება გადაიდო, ამასობაში კი რუსეთის ნაკრები "მსოფლიო რაგბიმ" საკუთარი რიგებიდან გარიცხა.

საქართველოს რაგბის კავშირი ბილეთებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

მათ, ვინც 27 თებერვალს გასამართი თამაშისთვის შეიძინეთ ბილეთები, შეგიძლიათ:


არ დააბრუნოთ აღნიშული ბილეთები და 20 მარტს ესპანეთის წინააღმდეგ გასამართი, 2022 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს აღნიშნული ბილეთებით დაესწროთ;

ონლაინ შეძენილი ბილეთების დაბრუნება:

გახსენით შეძენილი ბილეთი, სადაც უკვე გააქტიურებულია ‘დაბრუნების’ ღილაკი. ტექნიკური შეკითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ დამატებით მიმართოთ TKT.GE–ს "ფეისბუქზე" და/ან შემდეგ მისამართზე: support@tkt.ge.

სალაროებში შეძენილი ბილეთების დაბრუნება:

ვინც თამაშის ბილეთები
"დინამო არენის" სალაროებში შეიძინეთ, დაბრუნებას შეძლებთ ასევე "დინამო არენის" სალაროებში. "დინამოზე" სალარო იმუშავებს 3 მარტიდან 7 მარტის ჩათვლით (11-დან 19 საათამდე).

წყარო: rugby.ge

altოფიციალურად: საქართველოსა და რუსეთის მატჩი გადაიდო

altსაქართველო VS რუსეთი - 250-ე ტესტ-მატჩი სამმაგი დატვირთვით

alt"ბორჯღალოსნები" რუსებს ვეღარ შეხვდება - "დათვების" დასჯა


მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩაეთვალა წაგება უკვე რუსეთს? ეგ გაარკვიეთ
პროფესტო
19:54 01-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული