მაისაშვილი: ფინალში მარტივად რომ გავსულიყავით, მოტივაცია და მობილიზება ისეთი მაღალი არ იქნებოდა

AutoSharing Option
"შავმა ლომმა" რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში ესპანური "იბერიანსი" 43:40 დაამარცხა და ფინალში "ლუზიტანუშს" შეხვდება. ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ისაუბრეს.

ლევან მაისაშვილი: "მეტოქე საკმაოდ კარგი გუნდი აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, დღეს ითამაშა ძალიან კარგად, სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია და რიგ ეპიზოდებში პრობლემები შეგვიქმნა. სპეციფიკიდან გამომდინარე, ნახევარფინალი ყოველთვის დაძაბულია, თუმცა პირველ ტაიმში რამდენჯერმე არ გაგვიმართლა და ის ეპიზოდები რომ გამოგვეყენებინა, სხვა სურათი გვექნებოდა. მეორე ტაიმშიც დავუშვით რამდენიმე შეცდომა, მაგრამ მთლიანობაში მიმაჩნია, რომ ცუდად არ გვითამაშია და
რაც მთავარია, მიზანს მივაღწიეთ.

არის თამაშები, სადაც 7 მიღებული ქულაც ბევრია. 40 იქნებოდა ბევრი, მეტოქეზე ნაკლები რომ გაგვეტანა. რაც უფრო მეტ ასეთ თამაშს ვითამაშებთ, მით უკეთესი. ფინალში მარტივად რომ გავსულიყავით, მოტივაცია და მობილიზება ისეთი მაღალი არ იქნებოდა, როგორიც ახლა იქნება".

მერაბ შარიქაძე: "დღეს როგორც ამ გუნდმა ჩვენ წინააღმდეგ ითამაშა, ისე მაგრად არავის უთამაშია. შეიძლება აღმოსავლეთ კონფერენციის ნებისმიერმა წარმომადგენელმა "იბერიანსი" დაამარცხოს, მაგრამ დღეს ესპანელებს განსაკუთრებული მონდომება ეტყობოდათ. დიახ, შეცდომები დავუშვით, მაგრამ ამ შეცდომებს გამოყენება უნდა და ეს მათ შეძლეს. მოუმზადებლები არ ვიყავით, მაგრამ მათი თამაში ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 18 /
შესწორება-დღეს ევროპის რაგბის კავშირის ადმინისტრაციული ორგანოა Rugby Europe,
ადრე მას ეწოდებოდა FIRA AER-ი.
....
03:20 20-04-2022
1
გასულ წლებში, ამ დონეზე მოწინააღმდეგე გუნდების დიდი ანგარიშით დამარცხებას შეჩვეულები, ვერა და ვერ ვეგუებით დღევანდელ რეალობას! არაფრით არ გვსურს გაგება თუ რა ხდება სინამდვილეში. აღარაა ძველი დრო ძმაო. ახლა ფეხი უნდა ავუწყოთ FIRA AER-ის მოთხოვნას! რაგბი უნდა განვითარდეს, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრები გუნდების ქვეყნებში! ჩვენ კი გვინდა, როგორც ადრე "გადავუაროთ ყველას", მაგრამ რა ვქნათ რომ FIRA AER-ს ეს არ აწყობს!? საქართველოს კვლავ 6 ერში მოხვედრის მოთხოვნა რომ არ გაჩნდეს, ამიტომაა რომ ჩვენი ნაკრები გუნდი მატჩებს დიდი ანგარიშებით აღარ იგებს! ამას უნდა მივხვდეთ!
....
00:52 20-04-2022
1

სიახლეები პოპულარული