ქარის თასი - "შავი ლომი" "კავალიერსს" ხვალ შეხვდება

AutoSharing Option
ქარის თასის მე-8 ტურის შეხვედრა "შავ ლომსა" და "კავალიერსს| შორის ხვალ, 29 მაისს 17:0 საათზე დაიწყება.

დღეს თამაში ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ჩატარდა. საქართველოს რაგბის კავშირისთვის, ისევე, როგორც მსოფლიო რაგბისთვის, მოთამაშეთა უსაფრთხოება და კეთილდღეობა პრიორიტეტია. ამას ემატება ისიც, რომ ‘შავი ლომის’ ბირთვი დაკომპლექტებულია ბორჯღალოსნების კანდიდატებით, რომელთაც ივლისში უმნიშვნელოვანესი ტესტ-მატჩები ელით.

ჩვენი გუნდის მენეჯმენტმა თამაშის დაწყებამდე მოითხოვა სამედიცინო უსაფრთხოების ზომების სრული სტანდარტით დაცვა. გარდა იმისა, რომ სტადიონზე არ იყო შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი, არ იყო საევაკუაციო ჯგუფიც. ‘შავი ლომი’ წარმოადგენს, სანაკრებო
ვარტიკალის ერთ-ერთი რგოლს და რაგბის კავშირი მის თამაშებზე ითხოვს მსოფლიო რაგბის სტანდარტების შესაბამის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ნორმებს.

„რაგბის ყველაზე დიდი აქტივი მოთამაშეები არიან და ყველაზე მეტად სწორედ მათ უნდა გავუფრთხილდეთ. რაც უფრო მეტი ჯანმრთელი მორაგბე გვეყოლება, მით უფრო ძლიერი იქნება ქართული რაგბი. მოთამაშეთა უსაფრთხოება ნომერ პირველი პრიორიტეტია და აბსოლიტურად ვეთანხმები ‘შავი ლომის’ მენეჯმენტის გადაწყვეტილებას, რომელიც სამედიცინო უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტის არარსებობის პირობებში, მოედანზე სათამაშოდ არ გავიდა“ – ამბობს რაგბის კეთილდღეობის დირექტორი ნონო ანდღულაძე და უსაფრთხოების იმ სტანდარტებზე საუბრობს, რომელიც ქართულ რაგბში 2017 წლიდან დაინერგა:

„2017 წელს საქართველოში გამართული მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პერიოდში, მსოფლიო რაგბთან ერთად შევიმუშავეთ მოთამაშეთა სამედიცინო უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სტანდარტები, რომელიც სრულად გადავიტანეთ სანაკრებო მატჩებში და დიდ 10-ში, სამომავლოდ კი ყველა დონის ჩემპიონატში დაინერგება. სასწრაფი დახმარების ეკიპაჟისა და სამედიცინო ჯგუფის გარეშე, არცერთი დონის თამაში და ფესტივალი არ ტარდება“.

„სასურველია მოედანზე იყოს ტვინის შერყევის მართვის ექიმი და საევაკუაციო ჯგუფი, რომელიც კონცენტრირებულია მხოლოდ ტრავმირებული მოთამაშის მოედნიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე. ნებისმიერმა არასწორმა მოძრაობამ შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი და მნიშვნელოვანია ამ სტანდარტების დაცვა. დიდ 10-ში ეს ნორმები დაცული თუ არ არის, თამაში არ ტარდება და მასპინძელ გუნდს, რომელიც პასუხისმგებელია ამ ნორმების უზრუნველყოფაზე, ეთვლება წაგება“.

ქართული მხარის მოთოხვნას დაეთანხმნენ როგორც ტურნირის ორგანიზატორები, ასევე მოწინააღმდეგე გუნდი და შეთანხმების საფუძველზე მატჩი ხვალ, 17:00 საათისთვის გადაიდო.

აქვე გეტყვით, რომ წინასწარ გამოცხადებულ შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. ბურჯი გიორგი პერტაია დაშავდა და მის ნაცვლად ძირითადში ნიკა პატარაია დაწინაურდა, მარქაფაში კი მიხეილ წიკლაური გამოჩნდა.

ქარის თასი. VIII ტური. 29 მაისი
ველინგთონი. ბოლანდ სთედიუმი. 17:00 (საქ. დრო)
შავი ლომი – კავალიერსი
შავი ლომი

ხაზი:
15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ლაშა ჯაიანი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. მიხეილ წიკლაური, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი; 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.

rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული