"შავმა ლომმა" "გრიფონთან" დასანანი მარცხი განიცადა

AutoSharing Option
ქარის თასის ნახევარფინალში „შავმა ლომი“ ტურნირზე უძლეველ სამხრეთაფრიკულ „გრიფონთან“ 38:41 დამარცხდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ძირითადი დრო 31:31 დასრულდა, ექსტრა ტაიმში მეტოქე 41:31 დაწინაურდა, ქართველმა მორაგბეებმა ბოლოს ანგარიშის შემცირება შეძლეს, მაგრამ საბოლოოდ 3 ქულის სხვაობით დამარცხდნენ.

ქართულმა ფრენჩაიზმა პირველივე წელს რაგბი ევროპის სუპერთასი მოიგო და ქარის თასის პლეი-ოფში გავიდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
მეგობრებო, ,,შავმა ლომმა'' ღირსეულად იომა....და მართალია თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ მაინც ქებას იმსახურებს. ფაქტია, ბევრი ლელოები გავუშვით და გავიტანეთ, იმიტომ რომ მეტოქეს ღია თამაშში ავყევით... რაც არის, არის... დიდი გამოცდილება მიიღეს ბიჭებმაც და მწვრთნელებმაც... წარმატებები... პირადად მე, ამ ეტაპზე, გამართლებულად მიმაჩნია ამ ტურნირში მონაწილეობა...
გიორგი-50
12:55 18-06-2022
2
ეს აუტის მოწოდ ება რა პრობლემა გაგვიხდა, ამდენ შეცდომას რაგბი ევროპაზეც კი არავინ უშვებს.
irakli81
09:42 18-06-2022
0

სიახლეები პოპულარული