"დეპრესია მჭამს, რაღაც ხმები ჩამესმის, გთხოვთ, დამეხმარეთ" - ყოფილი "ბორჯღალოსანი" დახმარებას ითხოვს

AutoSharing Option

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბის, ანტონ ფეიქრიშვილის წერილს ფრანგული rugbyrama აქვეყნებს. შეგახსენებთ, ვეტერან ქართველ მორაგბეს "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში 27 კეპი აქვს და თავი 30 მოპოვებული ქულით გამოიჩინა.

"როგორც კი თვალებს ვხუჭავ, იმ წამსვე ჩამესმის ხმა: "შეხედე შენს თავს, შენ არარაობა ხარ". 7 თვეა უკვე დეპრესია მჭამს, როგორც კი თვალს ვხუჭავ, ეს ხმა ჩამესმის, შეხედე შენს თავს, რას ჰგავხარ. მას შემდეგ, რაც ტოპ 14 დატოვე, ყველამ დაგივიწყა, სიცოცხლეს არ იმსახურებ. ეს ხმა... აღარ შემიძლია, ვერა და ვერ ვაჩუმებ. ვიცი, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა ბევრ
მოთამაშეს აწუხებს, თუმცა ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. ერთ დღეს, როდესაც პოლ ალო- ემილის ინტერვიუ წავიკითხე, მინდოდა მივსულიყავი, ჩავხუტებოდი და მეთქვა, რომ ერთსა და იმავე ნავში ვართ. წარმატებული კლუბები რაგბის სათამაშოდ ყველანაირად გამზადებენ, გაყურებინებენ ვიდეოებს მატჩის ანალიზისთვის, კისერზე GPS-ს გიკეთებენ, თუმცა კარიერის დასრულების შემდეგ სირთულეზე არავინ გესაუბრება... ძალიან ძნელია, როდესაც ერთ დღეს "სტად დე ფრენსის" მწვერვალზე ხარ, მეორე დღეს კი აღარაფერს წარმოადგენ, ეს პროფესიონალი რაგბისტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა...

პროფესიონალური რაგბი ძალიან რთულია. ისევე გექცევიან, როგორც რობოტს. გასახდელში მწვრთნელი ჩვეულებრივად ძალადობს, როდესაც ბოჭვის გაფუჭების გამო არარაობას/უსუსურს გიწოდებს. რამდენ ღამეს არ მეძინა მას შემდეგ, რაც მწვრთნელის კრიტიკის ქვეშ იმის გამო მოვექეცი, რომ 3 კილომეტრი ვერ ვირბინე... ფიქრობდა, რომ ცუდი მოთამაშე ვიყავი... რამდენი ატირებული მოთამაშე მინახავს, თუმცა, თუ ამაზე საუბარს დაიწყებ, ესე იგი, სუსტი ხარ.

ჭამის წინ რაღაც აბებს გვასმევდნენ, აზრადაც არ მოგვდიოდა, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ეს, რას შეიცავდა ის ან რისთვის გამოიყენებოდა... უბრალოდ დახმარება მჭირდება, რადგან უარესი რამ თავიდან ავირიდო. არ მინდა, რომ ჩემი პატარა გოგონა მარტო გაიზარდოს" - განაცხადა ანტონმა.
მკითხველის კომენტარები / 50 /
რა ,,არარაობაა,, ანტონ(?!),ერის საამაყო კაცი,ადამიანი,საამაყო სპორტსმენი ხარ!, მთლად რომ შიმშილობდე...- ამაზე მეტი ჯილდო-რა არის ცხოვრებაში(?!),
იყო ერის საამაყო შვილი,გქონდეს ჯანსაღი ოჯახი და გეხვიოს მართლა მეგობრები(?!)
კახაბერი
17 იანვარი 2023 18:28
0
სარაგბო საძმო გვერდში უნდა დაუდგეს. არ მიატოვო. ეს ხდება ამერიკულ ფეხბურთშიც ბოქსშიც და გამოწვეულია ზედმეტი ტვინის შერყევებით რასაც რაგბში ხშირად ადრე ყურადღებას არ აქცევდნენ. ზოგმა არც იცის რამდენი ტვინის შერყევა ჰქონდათ რადგან პირველ ხაზში განსაკუთრებით ბევრჯერი შეჯახებებია. არც ლაპარაკობენ საფრანგეთში და ინგლისში და საერთოდ დიდ ლიგებში რამდენ სტეროიდებს ხმარობენ, რაც ასევე იწვევს შეწყვეტის შემდგომ ფსიქიკური ბალანსის დარღვევას. იმედია ანტონს აღმოუჩნდება გვერდში მდგომნი ფედერაციიდან აქაც და საფრანგეთშიც.
NB
17 იანვარი 2023 16:23
1
ბატონო ანტონ! მე როგორც ექიმი გირჩევდით , მიმართოთ კვალიფიციურ ფსიქიატრს, თუნდაც საფრანგეთში. დეპრესია სერიოზული დაავადებაა! არ მინდა ვინმემ ურწმუნოებაში ან მკრეხელობაში ჩამითვალის, მაგრამ ამ ავადმყოფობას მხოლოდ ლოცვა და ეკკესიურობა სამწუხაროდ არ შველის.
გიორგი
17 იანვარი 2023 20:31
1
ჩემო მეგობარო. მოკრძალებულ რჩევას მოგცემ გადახედე შენ ცხოვრებას, მოამზადე აღსარება, მიდი ვინმე კეთილ მოძღვართან და მოუყევი გულახდილად ყველაფერი. მერე დაიწყე ეკლესიური ცხოვრება და ღმერთთან ერთად იცხოვრე. ყველაფერი კარგად იქნება.
მიშა
17 იანვარი 2023 19:59
6
Shen indeni sixaruli achuqe qveyanas mtels shens gvars eyofa didi xani chemo anton es kargad daimaxsovre
Gocha
18 იანვარი 2023 10:33
0
ანტონ მე მესმის შენი, მე არ ვიყავი პროფესიონალი სპორცმენი, მაგრამ მე რაც ჩემს სამსახურს თავი დავანებე მეც იგივე ფიქრები მაქვს თავს არ ვიქებ მაგრამ როდესაც შენი საქმის პროფესიონალი ხარ შემდეგ ძნელია სხვაგან ყოფნა. გამძლეობა და ერთ რამეზე იფიქრე ყველაფერი დროებითია და ადრე თუ გვიან სამწუხაროდ კარგსაც აქვს დასასრული.
juve
17 იანვარი 2023 22:41
1
ანტონ,შენ,შენი თამაშით,იმდენი სიხარული მოგინიჭებია რაგბის მოყვარულთათვის,რომ საკუთარ თავზე არარააობაა თქმა,ძალიან დიდი უსამართლობა იქნება.შენ ხომ გუნდსაც ავარჯიშებ და შენი კომპეტენციით,ახლაც ერთერთი გამოსაჩენი სპეციალისტი ხარ,ქართულ რაგბიში.აქტიური გამოსვლები დაამთავრე და ცხოვრების წესის უეცარი შეცვლა,ეტყობა ძნელი გადასატანი აღმოჩნდა შენთვის.ჯერ კიდევ საკმაოდ კარგ ფიზიკურ ფორმაში ხარ,დაიწყე შენსავე გუნდში მოთამაშე მწვრთნელად თამაში...ენერგიასაც დახარჯავ,ისევ მიიღებ ახალ ემოციებს და იქნებ დეპრესიამაც გაიაროს.თუ არც ამან გიშველა,მაშინ დიდი იმედი მაქვს,რომ ქართველი ფსიქოლოგები და ფსიქიატრები დაგეხმარებიან პრობლემების გადაჭრაში.შენ რას ფირობ არ ვიცი,მაგრამ მე დარწმუნებული ვარ,რომ შენისთანა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მაღალ დონეზე ნათამაშები ვეტერანები,უზარმაზარ სარგებელს მოუტანთ ქართულ რაგბის და კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განავითარებთ მას.ნანახი მაქვს თქვენი შეხვედრები რაგბის პოდკასტში და ძალიან მოაზროვნე კაცის შთაბეჭდილება დამიტოვე.ყველაფერი კარგად იქნება!
სოსო
17 იანვარი 2023 19:23
0
დეპრესიას შველის მცენარეებთან ურთიერთობა. პატარა მიწის ნაკვეთი გარეუბანში, ხეხილის ბაღით, სხვადასხვა მცენარეებით. ჯანი გაქვს. დაამუშავე მიწა, დარგე და გაახარე შენი ხელით. ყველაფერი კარგად იქნება.
ლია
18 იანვარი 2023 10:12
0
იცით რა გითხრათ ანტონ ადამიანი ყოველთვის ერთ სიმაღლეზე ვერ იქნება-უნდა შეეგუოთ ამას,ამაში არაფერია დასაძრახი,ეს ერთგვარ პენსიაზე გასვლას გავს-ჩემს კოლეგებს ვურჩევ თავი შეამზადონ ამისთვის,რომ არ ჩავარდნენ დეპრესიაში-მოვამზადე გული ჩემი და არა შემეშინდა
სენაკელი
17 იანვარი 2023 21:49
2
არც არსოდეს მიმაჩნდა რაგბი სპორტად, ამდენი ჯაჯგუნის მერე გალაყდება ტვინი მა რა იქნება,
ეეე
17 იანვარი 2023 20:49
40
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული