– რაზე ილაპარაკეს დუბლინში?
სპორტი დიდი ბიზნესია, ხოლო რაგბი სპორტის სახეობებს შორის – გამორჩეული: მსოფლიო თასი რაგბიში ყველაზე შემოსავლიანი ტურნირების სამეულშია; შესაბამისად, სანამ გუნდები მოედანზე
გამარჯვებისთვის იბრძვიან, მენეჯერები ყველაზე მსხვილ ტურნირებში მათ ჩასართავად მუშაობენ. "შავი ლომი", რომელიც ქართული სარაგბო ფრენჩაიზია, სამხრეთაფრიკული ქარის თასის შემდეგ, წელს პირველად სამხრეთ ამერიკის კომერციულ ტურნირზეც მიიწვიეს, ჯერ როგორც სტუმარი, თუმცა ოფიციალური სტატუსის მიღებაც იგეგმება. საქართველოს რაგბის კავშირი, ისე, როგორც არასდროს, ინტენსიურად არის ჩართული მოლაპარაკებებში ყველა კონტინენტზე, რომ უმაღლესი დონის რაც შეიძლება მეტ ტურნირში ჩართოს ქართული რაგბი, შესაბამისად, მეტი განვითარების საშუალება მისცეს მას – სპორტის კუთხითაც და კომერციის მხრივაც, რაც სპორტული მიღწევების უმთავრესი გენერატორია.
იოსებ ტყემელაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: „უელსისა და იტალიის ნაკრებებზე ჩვენი "ბორჯღალოსნების" ისტორიული გამარჯვებების შემდეგ ქართული რაგბი გარე სამყაროს დაკვირვების ქვეშ მოექცა. სწავლობენ, რამდენი ქომაგი გვყავს, ვინ არიან ჩვენი სახელმოხვეჭილი მოთამაშეები, როგორია მათი წონა და გავლენა, როგორია სამთავრობო მხარდაჭერა, – უამრავ სხვა ნიუანსს. ჩემი შეფასებით, ყველა პარამეტრით ქართული რაგბი მსოფლიო ასპარეზზე უკვე შესამჩნევი და ანგარიშგასაწევი მოთამაშეა და ეს გაგვიღებს კარს როგორც უმაღლესი დონის ტურნირებისკენ, ასევე სასპონსორო ბიუჯეტებისკენ. ამჟამად ქართულ რაგბის თითქმის მთლიანად მთავრობა აფინანსებს. ვფიქრობ, 2-3 წელიწადში შევძლებთ ეს ტვირთი ბიუჯეტს 30-40%-ით შევუმსუბუქოთ და 15-20-მილიონიანი სასპონსორო დაფინანსება მოვიზიდოთ“.
თუმცა განუზომლად მეტია ეფექტი, რომელსაც ეს განვითარება ქვეყნის ეკონომიკას მოუტანს, ტურიზმის გენერირებისა და ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვების პოტენციალის რეალიზებით. რაგბის მსოფლიო აუდიტორია დაახლოებით 1.1 მილიარდი ადამიანია, – უზარმაზარი სამომხმარებლო ბაზარი, რომელზე წვდომასაც მორაგბეების საშუალებით იღებს ბიზნესი.
„ჩემი სურვილია, რომ ეს შესაძლებლობა, უპირველესად, ქართულმა წარმოებამ გამოიყენოს. ამიტომ მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ ადგილობრივი ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი საკვების, პურის, ხილის წვენების თუ ლორის მწარმოებლებს; ამიტომ მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს ღვინის სააგენტოსთან, რომ ქართული ღვინის კომპანიებს რაგბის წარმატების საშუალებით დამატებითი ბიძგი მივცეთ მსოფლიო ბაზარზე“ – ამბობს იოსებ ტყემალაძე.
ორი დღეა საქართველოს რაგბის კავშირის ადმინისტრაცია ირლანდიაშია, EPCR-თან მოლაპარაკებას აწარმოებს, რომ უმაღლეს ევროპულ ტურნირებზე ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომიც" დაუშვან. დრო კარგია, ქართული რაგბის ბოლო წარმატებებს ემთხვევა ჩელენჯ თასზე მონაწილე კლუბების გაფართოების გეგმაც და დუბლინიდან მიღებული ბოლო ცნობებით, – საკითხის დადებითად გადაწყვეტის პერსპექტივა ძალიან მაღალია.
რას მოუტანს ქართულ რაგბის ჩელენჯ თასში ჩართვა? – პასუხისთვის შორს წასვლა საჭირო არ არის, 19 და 20 მაისს დუბლინმა ჩელენჯ თასისა და ჩემპიონთა თასის ფინალების მასპინძლობით 50 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღო. 52-ათასიანი „ავივა სთედიუმი“ გადაჭედილი იყო, – თითოეული ვიზიტორის საშუალო დღიურმა დანახარჯმა საკვებსა და სუვენირებზე 176 ევრო შეადგინა, რასაც სასტუმროს ხარჯებიც დაემატა, სადაც მათ საშუალოდ 2-2.5 დღე დაჰყვეს. შესაბამისად, ჩელენჯ თასზე მოხვედრით ერთი, რომ ქართველი გულშემატკივარი უმაღლესი რანგის კლუბებთან თავისი გუნდის შერკინებით მიიღებს სიამოვნებას და მეორე – ქართული ეკონომიკა და ბიზნესი, სპორტთან ერთად მიიღებს მსხვილ შემოსავლებს.

ამ პერსპექტივის მისაღწევად საქართველოს რაგბის კავშირს მთავრობაც გვერდში უდგას, – კონკრეტულად, დუბლინში – ირლანდიაში საქართველოს ელჩი გიორგი ზურაბიშვილი, გამოცდილი დიპლომატი ევროპაში დიდი კავშირებით, და გვერდში დადგა დიასპორაც, მათ შორის, დუბლინში – ნიკოლოზ აბდალაძე, ევროპაში ქართული ღვინისა და კულტურის არაოფიციალური ელჩი და საქართველოს სარაგბო ნაკრების წევრის, ვახო აბდალაძის მამა. ქართულ პერსპექტივას გვერდში დაუდგა მსოფლიო რაგბის ლეგენდა და მამუკა გიორგაძის ყოფილი გუნდელი ბრიან ჰაბანა და სოცმედიის სარაგბო ინფლუენსერი ელმა სმითი, 100 ათასამდე გამომწერით "ინსტაგრამზე", რომელმაც შარშან ლელო-ბურთზეც გადაიღო დოკუმენტური ფილმი და ქართული რაგბის გულშემატკივარი გახდა.
თორნიკე გოგებაშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი: „ვიმედოვნებ, ჩელენჯ თასიც გაიხსნება "შავ ლომისთვის", თუმცა არც ამაზე ვაპირებთ გაჩერებას და სხვა მაღალი დონის ტურნირებშიც ვგეგმავთ ჩართვას; ამ მიზნით მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ყველა მსხვილი საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორებთან, – რა თქმა უნდა, მსოფლიო რაგბისა და მთავრობის მხარდაჭერით, და წარმატების მისაღწევად მონაწილეთა ჩამონათვალი აქ არ მთავრდება – სულ მალე ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები პირველად შეხვდება ინგლისის 20-წლამდელთა პირველ ნაკრებს, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება, წინ მსოფლიო თასი ელის ჩვენს "ბორჯღალოსნებსაც" – ორივეს შედეგები მნიშვნელოვანი იქნება. მნიშვნელოვანი იქნება გულშემატკივრების აქტიურობაც – ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ ჭეშმარიტად სარაგბო ქვეყანა ვართ, რომ რაგბი ნამდვილად ჩვენი თამაშია და, შესაბამისად, ყველაზე მაღალ ასპარეზზე თამაშს ვიმსახურებთ“.

Rugby.ge