რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი 9-11 ივნისს პორტუგალიაში, ალგარვეში გაიმართება; ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირს 25-27 ივნისს პოლონეთი, კრაკოვი უმასპინძლებს, 7-9 ივლისს კი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპია ჩანიშნული.
მაისში ჩვენმა 7-კაცამ საფრანგეთში, პარიზსა და ტურში ორი მოსამზადებელი ტურნირი ითამაშა, რის შემდეგაც მწვრთნელებმა – ბესიკ ხამაშურიძემ და გია ლაბაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი
ალგარვეში საქართველო ბ ჯგუფში გერმანიის, იტალიის და რუმინეთის ნაკრებებთან ითამაშებს. ტურნირს 9 ივნისს, იტალიასთან ჯახით საქართველოს დროით 16:36 საათზე გავხსნით, 21:14 საათზე კი გერმანიას ვერკინებით. ჯგუფური ეტაპის მესამე თამაში რუმინეთთან 10 ივნისს, 15:36 საათზე დაიწყება. იმავე დღეს გაიმართება 1/4-ფინალური თამაშები, 11 ივნისი კი ნახევარფინალებისა და ფინალების დღეა.
"ა" ჯგუფში ესპანეთი, პორტუგალია, ლიეტუვა და ჩეხეთი, ხოლო "გ" ჯგუფში საფრანგეთი, ბელგია, ირლანდია და დიდი ბრიტანეთი მოხვდნენ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 8 მოწინავე გუნდი თასისთვის აგრძელებს ბრძოლას, დანარჩენი 4 კი მე-9-მე-12 ადგილებისთვის იბრძოლებს.
7-კაცას შემადგენლობა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე (ალგარვე):
ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), ბექა გელხვიძე (ლელო), საბა კურტანიძე (ხვამლი), ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), სერგი ჩხაიძე (ყოჩები), სოსო მათიაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯობავა (ხვამლი), ალექსანდრე ტატიშვილი (ყოჩები), ირაკლი სიმსივე (აია), გაგა ქევხიშვილი (ლელო), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), გიორგი კურტანიძე (ლელო).
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე
Rugby.ge