7-ქალა ზაგრებით იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს 7-ქალა ხვალ რაგბი ევროპის ალაფის პირველ, ზაგრების ეტაპს იწყებს.

გოგონები ხორვატიაში 14 ივნისს გაემგზავრნენ. ისინი წელს ქართული რაგბისთვის ისტორიული შედეგის მიღწევას და ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას ეცდებიან, ამისათვის კი ორი ეტაპის ჯამში პირველი-მეორე ადგილი უნდა დაიკავონ.

საქართველო "გ" ჯგუფში უნგრეთის, ავსტრიისა და ბულგარეთის წინააღმდეგ ითამაშებს. "ა" ჯგუფში თურქეთი, დანია, მოლდოვა და უკრაინა, ხოლო "ბ" ჯგუფში ნორვეგია, ფინეთი, ისრაელი და ლატვია მოხვდნენ.

16 ივნისს ჩვენი გოგონები პირველ თამაშს საქართველოს დროით 13:50 საათზე ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავენ, 20:50-ზე კი ავსტრიას ერკინებიან. ჯგუფური ეტაპის
დასკვნითი შეხვედრა 17 ივნისს, 13:50 საათზე უნგრეთთან გველის, რის შემდეგაც 1/4-ფინალური წყვილები შედგება და 8 საუკეთესო თასისთვის გააგრძელებს ბრძოლას, ქვედა ოთხი გუნდი კი მე-9-მე-12 ადგილებს გაითამაშებს. ნახევარფინალები და ფინალები 18 ივნისს შედგება.

მეორე ეტაპი 7-8 ივლისს ბუდაპეშტში გაიმართება.

7-ქალას შემადგენლობა რაგბი ევროპის ალაფის პირველ ეტაპზე (ზაგრები):

თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), სალომე საღარაძე (თბილისი), თამარ მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (თბილისი), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი), ანა კაპანაძე (ოზურგეთი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანანო ხაბულიანი (ლოკომოტივი), ლიკა ბჟალავა (ლოკომოტივი).

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

მწვრთნელი: გიორგი შკინინი

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული