საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება

AutoSharing Option
საპარტნიორო შეთანხმებას საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რაგბის კავშირებს შორის ხელი მცხეთაში, ბავშვთა სარაგბო ფესტივალის ფონზე მოეწერა.

სტუმრებმა, რომელთა შორის ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ელჩებიც იყვნენ, დაათვალიერეს სარაგბო ბაზები თბილისში, რუსთავსა და დუშეთში. საპარტნიორო შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს რაგბის კავშირი დაეხმარება ყაზახეთსა და აზერბაიჯანს თავიანთი სარაგბო ნაკრებების უკეთ მომზადებაში, ასევე გადაუმზადებს მათ მწვრთნელებს, მსაჯებს და მენეჯერებს, დაეხმარება საბავშვო რაგბის განვითარებაშიც.

უკვე წელს, ზაფხულში ყაზახეთის ქალთა სარაგბო ნაკრები, რომელსაც წინ საერთაშორისო ტურნირი ელის, საწვრთნელ შეკრებას ქართველი სპეციალისტების დახმარებით საქართველოში გაივლის.

იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის
კავშირის პრეზიდენტი: „ეს თანამშრომლობა ერთგვარი სარაგბო აბრეშუმის გზა იქნება ჩვენი ქვეყნებისთვის. ქართულმა რაგბიმ ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და დღეს ამ სპორტში რეგიონის ლიდერია. შესაბამისად, მზად ვართ მეგობარ ქვეყნებსაც გავუწოდოთ დახმარების ხელი“.

Sportall.Ge

აიგულ ჯარტიბაევა, ყაზახეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი: „ქართული რაგბის სტილი და ხარისხი ფრანგულს შეესაბამება, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში და, შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართველი სპეციალისტები შეძლებენ ჩვენს სარაგბო ნაკრებს მნიშვნელოვანი ბიძგი მისცენ კონსულტაციისა თუ წვრთნების გზით“.

Rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
რაგბი ისეთი თამაშია, რომელიც ყველგან ვერ იკიდებს ფეხს, რაღაც ეროვნული თავისებურობებზეა დამოკიდებული, გერმანია მაგ. ყველა სპორტში მაგარია მაგრამ რაგბი უცხოა მათთვის, არა მგონია ჩვენ მეზობლებში ფეხი მოიკიდოს
ალეკსანდრე
10:42 16-06-2023
1
აი, რატომ უნდა დაეხმარო?!
ლაშა
20:17 15-06-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული