„შავმა ლომმა“ რაგბი ევროპის სუპერთასის მეორე ტურში გასვლაზე „ლუზიტანუში“ 22:0 დაამარცხა.

"შავმა ლომმა" A ჯგუფში მეორე მატჩიც მოიგო და შემდეგ შეხვედრას სუპერთასზე 18 ნოემბერს კვიპროსში „თელ-ავივ ჰითთან“ ჩაატარებს.

რაგბი ევროპის სუპერ თასი 2023

ლისაბონი (პორტუგალია)

ლუზიტანუში (პორტუგალია) – შავი ლომი (საქართველო) 0:22

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. შალვა აფციაური.

4 ლელო: ქვათაძე, ლაშხი, პერანიძე, მამრიკიშვილი

1 გარდასახვა: მატკავა

g.m.
ამ ლუზიტანუშში იმ ნაკრებიდან არც სტორტი იყო, არც მარტა, არც მარკეში, არც მთლიანი პირველი ხაზი, არც მარტინსი, არც ნუნო გედეში და არც პორტელა. შავი ლომი უფრო იყო საქართველოს ნაკრები ვიდრე ლუზიტანუში პორტუგალიის.
სოსო
ძირითადი 2 ნომერი,შალვა მამუკაშვილია და ის საკმაოდ კარგად აწვდის.მის უკან კი,არავინ გვყავს,საკმაოდ სტაბილური.არ გვყავდა შალვა და აუტი,კიდევ უფრო პრობლემური გაგვიხდა.ნაკრებში ალბათ ახალი წლების შემდეგ დაინიშნება, ახალი მწვრთნელი და ის,ავტომატურად შავი ლომის მწვრთნელიც გახდება.ასე რომ ლევან მაისაშვილი თუ ვინმეს პრობლემად მიაჩნია,ის მოიხსნება.პირადად მე,ლევან მაისაშვილის მუშაობას,ძალიან დადებითად ვაფასებ.ნაკრებს ახლა გაცილებით უფრო ღრმა და თანაბარი შემადგენლობა ჰყავს.მის ხელში ნაკრებმა,ისეთი მატჩები მოიგო,როგორებზეც,ადრე მხოლოდ ვოცნებობდით,თუმცა მსოფლიოს თასზე წარუმატებლობამ,ბევრის თვალში ყველა ძველ წარმატებას,ფასი დაუკარგა.მაისაშვილი კარგი სპეციალისტია,მუდამ ცოდნის გაღრმავებაზე რომ მუშაობს,ამიტომ მისგან კიდევ ბევრ კარგს ველი,ქართული რაგბისათვის.მან უზარმაზარი გამოცდილება მიიღო,კარგიც და ცუდიც.რაღაც პერიოდში გაიაზრებს ყველაფერს და კიდევ უფრო ძლიერი გააგრძელებს მუშაობას.ვფიქრობ,მეორე ეშელონის ქვეყნებიდან რომელიმე შეეცდება მის წაყვანას,თავის ნაკრების ამოსაწევად.ლევანი საქართველოს ნაკრებში, რამდენჯერმე უფრო დაბალ ხელფასზე მუშაობდა,ვიდრე უცხოელი სპეციალისტი მოვა და მასზე დაზოგილი ფულითაც,ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდებოდა,ქართულ რაგბიში.ჩვენ ხომ ფულად რესურსებში,საკმაოდ შეზღუდულები ვართ.ახლა ეს ფული,მწვრთნელის ხელფასზე წავა და ბავშვთა რაგბის,მწვრთნელების გადამზადების თუ ბაზების მშენებლობის ხარჯები,იძულებით შემცირდება,თუ რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება არ გაიზარდა.პირადად მე,ამ ციკლზეც კვლავ ადგილობრივ მწვრთნელს ვარჩევდი,სწორედ ფინანსების დაზოგვის მიზნით.საქმე იმაშია,რომ ნაკრები წამიერად ,თუ დროის შეზღუდულ მონაკვეთში შედარებით უკეთესი შედეგების მიღწევას,სჯობია ფინანსები ქართული რაგბის საერთო დონის გაზრდისათვის დაიხარჯოს.ეს კი,მასობრიობის,ბავშვთა მწვრთნელების რაოდენობის და ხარისხის,მათი საწვრთნელი ბაზების,მოზრდილთა მწვრთნელების დონის მატებაა.ეს ყველაფერი,სამომავლოდ,უკვე მოგვცემს მაღალი მიზნებისათვის სტაბილურად ბრძოლის საშუალებას და თუ ამას არც მაშინ ეყო,ქართველი მწვრთნელების კომპეტენცია,მაშინ მოვიყვანოთ,უცხოელი.
პაატა
მაისაშვილს რომ უსმინო მსოფლიოსგან განსხვავებით ამჯერად პორტუგალიელებთან გუნდმა ყველაფერი კარგად გააკეთაო… ჩემი პირადი აზრია რომ ამ შემადგენლობის ფედერაციის ხელში მაისაშვილი ქართული რაგბის “მოუშერებელი ჭირი” გახდა და ამჯერად ჩელენჯ ქაფზე გველოდება სრული ფიასკო… დიდი სურვილი მაქვს ვცდებოდე და აქ დაწერილის გამო მომიხდეს ბოდიშის მოხდა!!!
simartle
ყველაფერში გეთანხმები. იგივე პრობლემებია ამ უნდშიც რაც ნაკრებს ჰქონდა. რაც მწვრთნელიდან არის გამომდინარე, ესე იგი ვარჯიშებზე არ მახვილდება ყურდღება ამ სისუსტეებზე.. როგორ შეიძლება ამდენი აუტი წააგოს გუნდმა? ისე აგდებენ ბურთს თითქოს არ იციან რა კომბინაცია თამაშდება და ვისზე აგდებენ ბურთს. მატკავს აშკარად თამაში ჩაუვარდა. საშინლად ითამაშა ფეხით. იმედია გამოასწორებს. რამდენჯერ დაუვარდათ ბურთი ხელიდან კიდევ? და ძალიან არეულები თამაშობდნენ მთლიანობაში. ამ გუნდთან იმდენი შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან რომ ანგარიში შეიძლება სამმაგად მაღალი ყოფილიყო. ჩელენჯ თასზე ასეთ შეცდომებბს არავინ აპატიებს შავ ლომს და საშინლად დაისჯებიან, უშანსოდ
სოსო
ტელ ავივი ჰიტმა,იბერიანსს 20-38 მოუგო და 6 ლელო დაუდო,სამის წინააღმდეგ და ისე ჩანს,კვლავ ჩვენი მეტოქეა.საკმაოდ სერიოზული თამაში გვექნება.თუ აუტი და ფეხით თამაში რადიკალურად არ გავაუმჯობესეთ,შესაძლოა გამარჯვება პრობლემური გახდეს. მართალია მათთან,მეტი წილი ლეგიონერები თამაშობენ და ჩვენი თამაშიც,ომის გამო,კვიპროსზე გაიმართება,მაგრამ მაინც ისრაელის გუნდია და თავისი ქვეყნის გასახარებლად,თავგანწირვით შეგვებრძოლებიან.მსაჯებიც სავარაუდოდ,მათკენ გადაიხრებიან და ჩვენ,ყველაფრისათვის მზად უნდა ვიყოთ.ლუკა მატკავას ასე წარუმატებელი ფეხით თამაში არ მახსოვს და არ მჯერა,ორჯერ ზედიზედ ასეთი რამე დაემართოს,აი დერეფანში კი,ძალიან არასტაბილურები ვართ და ეს,მსოფლიოს თასზეც გამოჩნდა.მიდით ბიჭებო!აქ აკრეფილი ფორმით,ჩელენჯ კაპზე უნდა გავიდეთ.ამიტომ სრული მობილიზაცია გვჭირდება.
რამაზ
რანგით მეორე ჩემპიონატი ჩელენჯკაპია სადაც შავი ლომი უკვე მონაწილეობს. სუპერთასიდან ჩელენჯკაპში ასვლა/დაქვეითების რეჟიმი არ მოქმედებს.
Nick
ვინმემ არ იცით, რანგით მეორე ჩემპიონატში გადასვლა შეიძლება?
15-ქალა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ერთვება
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
დავით კაჭარავა: საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასეთი მასშტაბური ძვრები ქართულ სპორტში ჯერ არ ყოფილა
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით
"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი
[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" გამარჯვება "ბაიერნთან"
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს
"ჯგუფიდან გასასვლელად სასწაული გვჭირდება" - ნაკრების შეკრების მესამე დღე
"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს
უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს
მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა
[VIDEO] ზაბარნიმ საფონოვს ხელი ჩამოართვა და მიესალმა - ინტერნეტში კადრები ვირუსულად გავრცელდა
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
"შავი ლომი" | "ჩიტასი" მეორედ ვეღარ გავტეხეთ
"შავი ლომი" | ქოქრილმა "ჩიტასთან" პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
"შავი ლომი" | "ჩიტასთან" ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებლად
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
რიჩარდ კოკერილი: მეტი კონტროლი მეტ ქულას მოგვიტანს
"შავი ლომი" ჩემპიონია – უდანაკარგოდ სუპერთასზე
"შავი ლომი" | გადამწყვეტი ჯახი "ლუზიტანუშთან" - პირველად თბილისში
"შავი ლომი" | მესამედ ლისაბონში
"შავი ლომი" | როტაციით "ლუზიტანუშთან"
"შავი ლომი" | ინტერვიუ კაპიტნებთან
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
"შავი ლომი" | სამხრეთ აფრიკაში 32 მორაგბით