"შავი ლომი". დერეფანი უელსური, შერკინება და ისტორიული გამარჯვება - ქართული!

AutoSharing Option
ჩელენჯ თასის მეორე ტურში „შავი ლომმა“, რომლის რიგებში ხუთი დებიუტანტი იყო, უელსში „სქარლეთსი“ 23:7 დაამარცხა და ტურნირზე პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძლები დებიუტში ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ. „შავი ლომი“ შეცდომებს უშვებდა, რამდენიმეჯერ დაჯარიმდა და მსაჯმა მამამთავრიშვილი გაასანბინა. შემდეგ მატკავამ საჯარიმო ვერ გამოიყენა. ჩვენმა გუნდმა ბურთი დერეფნიდან ექვსჯერ დაკარგა, ერთადერთი მეტოქეს, რომელიც უნაკლო სულაც არ იყო, შერკინებაში სჯაბნიდა და მატკავამ საჯარიმოდან ანგარიში შეამცირა. უპირატესობას და ბურთს უმეტესწილად უელსელები ფლობდნენ, მაგრამ მაისაშვილის შეგირდები კარგი
დაცვით პასუხობდნენ. 34-ე წუთზე ქართველების პირველივე სახიფათო იერიში პერანიძის ლელოთი და მატკავას ზუსტი გარდასახვით, პირველი ტაიმი კი 7:10 დასრულდა.

მეორე ტაიმი მატკავას ზუსტი საჯარიმოთი დაიწყო. ისევ მოგვეძალა „სქარლეთსი“, ისევ წავაგეთ დერეფანი, ისევ მაგრად დავუხვდით დაცვაში, იქით შევუტიეთ, აგორებული მოლიდან მამრიკიშვილმა ლელო გაიტანა, ხოლო მატკავამ ზუსტად გარდასახა. „შავმა ლომმა“ თანდათან დერეფანში თამაში გამოასწორა, შერკინებაში ბრწყინავდა, ინიციატივასაც ფლობდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშემ მატკავამ საჯარიმოდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ქართული ფრენჩაიზი 5 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას ჩელენჯ თასზე 13 იანვარს საფრანგეთში „კასტრთან“ გამართავს.

2023/24 წლების EPCR ჩელენჯ თასი
მესამე ჯგუფი. მეორე რაუნდი
ჰლანეჰლი. Parc Y Scarlets
სქარლეთსი (უელსი) – შავი ლომი (საქართველო) 7:23
შავი ლომი


ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება:
1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. გიორგი კერვალიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. გელა მახარაშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. საბა კურტანიძე; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი ჯობავა, 23. ლუკა ცირეკიძე.

მკითხველის კომენტარები / 28 /
მაისაშვილი ბევრად ჯობია კოკერილს, ნუ ვიქნებით დაუნახავები..
უშო
18:37 22-12-2023
0
ყოჩაღ ლევან, აფერუმ ლომებს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მაშინაც და ახლაც, უელსელებთან გადამწყვეტი როლი შერკინებამ ითამაშა... გთხოვთ, დავუთმოთ განსაკუთრებული ყურადღება და სპეციალური მომზადება მორკინალებს მომავალში...
გიორგი 50
09:56 17-12-2023
0

სიახლეები პოპულარული