ქართული და ებრაული რაგბი განვითარებისთვის ირაზმებიან

AutoSharing Option
საქართველოსა და ისრაელის რაგბის კავშირებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად ქართული რაგბი ისრაელის გუნდებს პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.

მემორანდუმს ხელი რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალური შეხვედრის წინ, „ავჭალის“ სტადიონზე მოეწერა. თანამშრომლობა როგორც კაცთა, ასევე ქალთა სარაგბო გუნდებს მოიცავს. ისრაელიდან მორაგბეები საქართველოში ჩამოვლენ და წვრთნებს ადგილობრივი სპეციალისტების მეთვალყურეობით გაივლიან.

„ისრაელი და საქართველო – ორი მოძმე ქვეყანაა, მცირე, მაგრამ ძლიერი. ვფიქრობ ერთად დგომით შევძლებთ ჩვენი სარაგბო პოტენციალი კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ და შედეგად, ახალი ბიძგი მივცეთ მსოფლიო რაგბისაც. ეს თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნების
ტურისტულ პოტენციალსაც გაზრდის“, – განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

ანალოგიურ პარტნიორობას საქართველოს რაგბის კავშირი უკვე უწევს ყაზახეთის და აზერბაიჯანის რაგბის კავშირებს, ინტერესს გამოთქვამს პოლონეთიც.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, "შავმა ლომმა" "თელავივ ჰითი" 27:17 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ შემართა რაგბი ევროპის სუპერთასი.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
Ebraelebs roca vchirdebodit da davchirdebit mashin arian chveni dzmebi.aqet dagulaoben da iqet shesvla Ze problemebi gvaq.uvizo rejimi mogvcen da samushao ufleba tu dzmebi arian.sad naxet Ebraelebis tanadgoma.
1
სიტყვა მოძმე გაცვდა, ისე ვარიგებთ მარჯვნივ მარცხნივ, რომ უკვე ამ სიტყვის მნიშვნელობაც აღარ ესმით ბევრს
მიხო
14:00 23-12-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული