"შავი ლომი" "კლერმონთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში "შავი ლომი" საკუთარ მოედანზე "კლერმონთან" 3:36 დამარცხდა.

მიუხედავად მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების მხარდაჭერისა, ქართულმა ფრენჩაიზმა ფრანგულ გუნდს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, უფრო მაღალი კლასის მეტოქესთან მარცხი განიცადა, 1 მოგებითა და 3 წაგებით ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით "შავმა ლომმა" ბოლო შეხვედრა ჩაატარა - ამიერიდან გუნდის მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი იქნება.

თბილისი. "მიხეილ მესხი"

შავი ლომი (საქართველო) – კლერმონი (საფრანგეთი) 3:36

შავი ლომი

ხაზი:
15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი
ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. ალექსანდრე ჯიღაური, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.

მკითხველის კომენტარები / 36 /
მე რაგბის არ ვიცი არაფერი, წინასწარ ვამბობ, მაგრამ იმ ავადსახსენებელი კომუნისტების დროს დარქმეულ ,,დინამოს,, ვერ ვიტანთ ზოგადად და ეს ,,შავი ლომი,, რა არის? კავკასიონის ქედზე გვყავს და არ ვიცი?
100%
20 იანვარი 2024 22:27
7
შვილო, ნათქვამი ჩემს მიმართ, დიდი ხანია არ გამიგია. სასიამოვნოა ასეთ ხანდაზმულს, რომ ველაპარაკები, ყველაზე ცოტა 80-ს იქნებით გადაცილებული. ღმერთმა დიდხანს და ჯანმრთელად გამყოფოთ.
ცოდნას რაც შეეხება, ნახატის მიხედვით, თუ დაარქვეს, რაც დაარქვეს, სხვანაირად შეიძლებოდა ახსნა. მაინც მადლობთ.
100%
21 იანვარი 2024 13:18
0
შავი ლომი ფიროსმანის ნახატია შვილო. აქ გვყავს კი არა...:) მიტომ არის განათლება საჭირო.
simartle
21 იანვარი 2024 06:05
2
ყველა გამოხმაურება
მე წაგება კი არ მაკვირვებს, მაკვირვებს ის, რომ იმედს ჩაგვისხავთ,თქვენი ლაყბობით და მერე ფსიქოლოგიურად ვნადგურდებით. თქვენ, სპეციალისტები ვერ ხვდებით, რა უკანალიც გაქვთ?
xuta
20 იანვარი 2024 22:05
11
მისაშვილს რა უნდა ექნა, კაცმა თავის მოედნიდან წაიღო და ლელო დადო.
სამართალი
20 იანვარი 2024 21:00
23
გიორგი,აგერ ნინიაშვილმაც,80 მეტრზე წაიღო ბურთი და ლელო დადო!არც იქ ავარჯიშბენ,დაზღვევაზე?!უფრო მაღალი კლასი,სწორედ იმაში გამოიხატება,რომ რაღაცაში გამოგიჭერს და ქულებად გადააქცევს.
სოსო
28 იანვარი 2024 11:30
0
ის უნდა ჰქნას, რომ დაზღვევაზე თამაშში უნდა ავარჯიშოს. და კიდევ, 8-10 დერეფანს რომ წააგებ, ასეთ თამაშს მაღალი დონის გუნდს ვერაფრით ვერ მოუგებ.
გიორგი
20 იანვარი 2024 21:29
2
რატომ არ ეთამაშეს? მისცეს თამაში.
გიორგი 1
20 იანვარი 2024 21:00
26
რა მისცეს? ტიპებმა გადაგვირბინეს.
გიორგი
20 იანვარი 2024 21:30
1
ქალაქის მარჯვენა სანაპირო, კერძოდ ვაკე და საბურთალო ამ თამაშის გამო პარალიზებული იყო. ნეტავი ღირდა ამად ეს ყველაფერი...
გია
20 იანვარი 2024 20:37
14
ვინმეს შუძლია ახსნას თუ რატომ არის ასეთი პრობლემა აუტი? როგორ ფიქრობთ, მაინც რატომ? დღევანდელი აუტების შემდეგ ვინეს კიდევ სჯერა, რომ მაისაშვილი მწვრთნელია? რა აზრი ჰქონდა დღევანდელ თამაშს ასეთი აუტებით?

ხომ ვედავთ ჩვენც და მაისაშვილიც, ყველა წინა თამაშიდან მოყოლებული, რომ აუტს არაფერი ეშველა და ამის გამო ვაგებთ. რამე გეკეთდა? არაფერი!

ამას დაემატა შერკინების პრობლემაც., პასი არც არასდროს გვივარგოდა და კიდევ დროზე გაუშვეს.
რა მიშვნელობა აქვს აუტის პრობლემას ხედავს და არ შველის თუ ვერ შველის. უბრალობ მწვრთელი არ ვარგა და ეგ არის,


ლევანი
20 იანვარი 2024 20:13
5
ეგ არის. საბედნიეროდ, მიდის მაისაშვილი. იმედია, კოკერილს ხელს აღარ შეუშლის.
გიორგი
20 იანვარი 2024 21:32
3
რა თქმა უნდა,ძალიან გულდასაწყვეტია წაგება,მაგრამ,რას იზამ,ძალა აღმართს ხნავს.ფრანგთა უკან უმაღლესი დონის შიდა ჩემპიონატია,მსოფლიოს სხვადასვა ქვეყნიდან ჩამოყვანილი საუკეთესო რაგბისტები,უმაღლესი დონის შეთამაშება,დისციპლინა,ტრენინგის უმაღლესი დონე...
ჩვენ სამარცხვინო არაფერი გვჭირს,უდავო ფაქტია,რომ უზარმაზარი პროგრესის გზა გვაქვს გავლული,ავედით ისეთ ლიგაში სადაც გვექნება მუდმივი ზრდისა და სწავლის საშუალება.ეს ყოველივე, გამრავლებული ჩვენი ახალგაზრდების ნიჭსა და მონდომებაზე,მაქსიმალურად მოკლე დროში,დიდი იმედია, უმაღლეს დონეზე აგვიყვანს.
თავი მაღლა ბიჭებო,გააგრძელეთ თავდაუზოგავი შრომა,რაიც აუცილებლად მოგიტანთ სტაბილურ და დიდ გამარჯვებებს.
წინ,საქართველო!
ბრაზი
20 იანვარი 2024 20:04
3
სოსო მატკავაზე ვერ ვიტყვი ვერაფერს, არ მახსენდება მაგისი ადრინდელი თამაშები, მაგრამ მომავალში გაამართლებს ნდობას არ არი სწორი მიდგომა ამ შემთხვევაში. როცა არსებობენ მოთამაშეები რომლებიც უკეთესები არიან და მათ ყურადღებას არ აქცევ იმის გამო რომ აი ეს ბიჭი მომავალში ივარგებს და მერე კარგი გახდება არ არის სწორი! რა პასუხს აძლევს ამ შემთხვევაში იმათ ვინც ვარჯიშობს გულს და სულს დებს თამაშში და უსამართლოდ გვერდს უვლი? სწორია ასე მოქცევა? კიდევ ვიმეორებ ასეთი რამე მაისაშვილზე არასდროს შემიმჩნევია და ახლა ასეთ რამეს მისგან არ ველოდი. იყო ერთი შემთხვევა როდესაც მალაღურაძე ათამაშა მე 100 თამაშზე მაგრამ მაშინ ენა არ მოუბრუნდებოდა ნორმალურ ადამიანს ამის გამო გასაკრიტიკებლად. მაგრამ ახლა უსამართლო არ იყო ეს გადაწყვეტილება სხვა ბიჭების მიმართ. ამ კუთხით შეხედეთ აბა
სოსოს ქ-პ-ისგან
22 იანვარი 2024 21:58
0
ქორ პარიკმახერს.ლუკა მატკავაც ძალიან სუსტი იყო,მეგობარო!მხოლოდ ფიზიკურად კი არა,თამაშითაც.მაგრამ ეტყობა აზროვნება დაინახეს,ან სხვა რაიმე და დღეს ძალიან კარგი მორაგბე მივიღეთ.ეტყობა ამ ბიჭშიც ნახეს,რაღაცა ,თორემ ასეთი თამაშით,მის წინ წამოწევას,რა აზრი აქვს?მგონია ორივეს ერთნაირად გაგვიხარდება,თუ ლევან მაისაშვილის იმედებს გაამართლებს.რაკი ათამაშეს,ახლა სხვა გზაც აღარ აქვს,ვარჯიშით თავი უნდა მოიკლას და ნდობა გაამართლოს.
სოსო
22 იანვარი 2024 20:13
0
ყველა გამოხმაურება
ობიექტურად, მაისაშვილს ჰქონდა უზარმაზარი წარმატებიცა და უზარმაზარი ჩავარდნებიც. დღევანდელმა თამაშმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ადამიანმა რაც არ უნდა მოინდომოს, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარს ვერ გადალახავს. მოკლედ, ამ კაცმა მაქსიმუმი დადო და მეტს ნუღარ მოვთხოვთ. ახლა მთავარია კოკერილს მისცენ საშუალება, რომ ახალი გუნდი ააშენოს. იმედი მაქვს, კოკერილი სანიოლივით არ გახდება ფედერაციის მორჩილი, უნიათო მწვრთნელი და არავის მისცემს უფლებას, რომ მის საქმეში ჩაერიოს. ეს ერთი წელი ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს და კოკერილზე დადებული შედეგის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ. რაგბი ევროპის მოგებასთან ერთად, საზაფხულო ტესტებზე ორი თამაშის მოგება უნდა გახდეს წარმატების საზომი. აგრეთვე, მომდევნო ჩელენჯ ქაფზე ჯგუფიდან უნდა გავიდეს შავი ლომი.
გიორგი
20 იანვარი 2024 20:04
2
დერეფრაგბი))); სარაგბო ინტელეკტს მოკლებული სამწვრთნელო შტაბი.... ყველა თამაშში, რომ ერთიდაიგივე კომპონენტს აუარესებ, გამოსწორების ნაცვლად - უვიცობა ქვია
rable
20 იანვარი 2024 20:00
4
ბოლო დერეფანი იყო სიმბოლური,
პირველი თამაშიდან დაწყებული გამოსწორების ნაცვლად უარესი და უარესი გახდა დერეფანი. გაგებაზე უარესი ამის ყურება იყო.
Bs
20 იანვარი 2024 19:47
2

სიახლეები პოპულარული