ჩვენმა გუნდმა პირველ, დუბაის ეტაპზე, 5-იდან ორი თამაში მოიგო და მე-8 ადგილი დაიკავა, რისთვისაც საერთო ჩათვლაში 6 ქულა ჩაიწერა.
შედეგად, ის მონტევიდეოში "ა" ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები დუბაის ეტაპის გამარჯვებული კენია, ტონგა (მე-6 დუბაიში) და პორტუგალია (მე-10) იქნებიან. "ბ" ჯგუფში ჩილე, ჰონკონგი, იაპონია და მექსიკა მოხვდნენ; "გ" ჯგუფში კი გერმანია, პაპუა ახალი გვინეა, უგანდა და ურუგვაი ითამაშებენ.
შეცდომების გამოსასწორებლად
მწვრთნელებმა – ბესიკ ხამაშურიძემ და
„პირველ ეტაპზე უკეთეს შედეგს ველოდით, თუმცა დუბაიში დავინახეთ, რომ ამ ეტაპზე წარმატების მისაღწევად მეტი მუშაობაა საჭირო. ამას არავის და არაფერს ვაბრალებთ და ვმუშაობთ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე. დუბაიში იყო უდისციპლინობა, გაგვიფუჭდა ბევრი ბოჭვა და 7-კაცაში ამის დაზღვევა ძალიან რთულია“ – ამბობს ლაბაძე და განაგრძობს:
„მეტი მოთმინება გვმართებს. ურუგვაიში გამგზავრებამდე გვქონდა ორი 3-3-დღიანი შეკრება. ვეცდებით, გამოვასწოროთ დაფიქსირებული შეცდომები, გამოვასწოროთ გამძლეობა, ავწიოთ სათამაშო ტემპი, უკეთესები ვიყოთ ბოჭვებისას და დაკიდებულ ბურთებზე თამაშისას. მოკლედ რომ ვთქვა, ვეცდებით, ამ ეტაპზე შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ და თუ ეს გამოგვივა, შედეგიც უკეთესი იქნება“.
7-კაცას შემადგენლობა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მეორე (მონტევიდეო, ურუგვაი) ეტაპზე
ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, იოსებ მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, თემურ კოხოძე, საბა არჩვაძე, გიორგი ჯობავა, გაგა ქევხიშვილი, რომან მახათაძე, ირაკლი სიმსივე, თემურ ჭიჭინაძე, დავით იმნაძე.
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე
Rugby.ge