7-კაცა ხვალ ევროპის ჩემპიონატს იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა ხვალ, 7 ივნისს, ხორვატიის ქალაქ მაკარსკაში რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპს იწყებს.

პარასკევს ჯგუფური ეტაპის ორი თამაშია – საქართველოს დროით 16:28 საათზე ერთ-ერთ კონკურენტ გერმანიას, ხოლო 22 საათზე მასპინძელ ირლანდიას ვერკინებით.

ჯგუფურ ეტაპს 8 ივნისს, 16:28 საათზე, ირლანდიასთან მატჩით ვასრულებთ, რის შემდეგაც გაირკვევა, რომელი ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას საქართველო და ვინ იქნება მისი მეტოქე პლეი-ოფში.

7-კაცას შემადგენლობა რაგბი ევროპის პირველ ეტაპზე (მაკარსკა, ხორვატია)

გიორგი ჭუაძე, სერგი ჩხაიძე, დავით იმნაძე, საბა არჩვაძე, ირაკლი სიმსივე, რომან მახათაძე, ლევან ნარიმანიძე, ლუკა ალიბეგაშვილი,
იოსებ გუშარაშვილი, გიორგი ჯობავა, ამირან შვანგირაძე, იოსებ მათიაშვილი, თემურ კოხოძე.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

ფიზმომზადება: გიორგი მაისურაძე

ექიმი: გიორგი გვაზავა

ფიზიო: დავით კობახიძე

ვიდეოანალიზი: ვლადიმერ კუპრეიშვილი

მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა აზრი აქვს ცვენ გამოსვლას 7 კაცაში? ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ვერ მწვრთნელების და ვერც მოთამაშეების კომპეტენცია. როდესაც ნაკრების მოთამაშეები გვყავდა ხოლნე, დიდ გუნდებსაც ვუგებდით. ეს შავი ლომი რისტვისაა შექმნილი? ნაკრების მთელი უკანა ხაზი უქაა და წელიწადში 9 თამაშს თამაშობს და წაიყვანეთ ხოლმე რა ტურნირებზე! შარიქა, ტაბუცა, მირიანა და ბიჭები რომ გვყავდეს, გერმანია მოგვიგებდა და კიდევ ვირავ გაუგონარი გუნდები? ოლიმპიური სპორტი გახდა თანაც. ან ჩამოიყვანეთ მაგარი მწვრთნელი და სერიოზულად დააკომპლექტეთ გუნდი ან ნერვებს მაინც ნუ გვიშლით, რა
Rezo
16:50 07-06-2024
0

სიახლეები პოპულარული