ცვლილებები "შავ ლომში"

AutoSharing Option
ახალი სეზონის დაწყების წინ, პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზის, "შავი ლომის" შემადგენლობაში ცვლილებებია.

გუნდი დატოვეს ნიკა პატარაიამ, ილია სპანდერაშვილმა, გიორგი მარგალიტაძემ, ოთარ ლაშხმა, გიორგი ჯობავამ და ბექა მამრიკიშვილმა.

მათ ნაცვლად 2024/2025 წლების სეზონში "შავ ლომში" ითამაშებენ ბურჯი კახაბერ დარბაიძე, მეორეხაზელები ვლადიმერ ჩაჩანიძე, გუგა ღანიაშვილი და გიორგი ნიკოლაძე, მესამეხაზელები გიორგი სინაურიძე და გიორგი ცუცქირიძე და 9 ნომრები – ნოდარ დოლიძე და დავით ხუროშვილი.

"შავი ლომის" ახალი მოთამაშეებიდან გასულ სეზონში სამი დიდი 10-ის ჩემპიონის, ქუთაისის "აიას" ღირსებას იცავ
და – გიორგი ნიკოლაძე, გიორგი სინაურიძე და ნოდარ დოლიძე, კახაბერ დარბაიძე ოზურგეთის "არწივებში" თამაშობდა, ოთხი კი საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერი იყო – ვლადიმერ ჩაჩანიძე (ნევერი), გუგა ღანიაშვილი (გრენობლი), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე) და დავით ხუროშვილი (კლერმონი).

8 მოთამაშიდან ოთხი "ბორჯღალოსანია". ყველაზე გამოცდილი ცუცქირიძეა – 36 კეპი და 7 ლელო. 16 კეპი აქვს მოხვეჭილი ჩაჩანიძეს და 1 ლელო გაიტანა, ხოლო ღანიაშვილისა და ხუროშვილის ანგარიშზე ჯერჯერობით თითო-თითო კეპია.

2024/2025 წლების სეზონში, "შავი ლომი" შარშანდელის მსგავსად პარალელურ რეჟიმში ორ ტურნირს ითამაშებს – ზედიზედ მეოთხედ ეცდება რაგბი ევროპის სუპერ თასის მოპოვებას და მსოფლიოს წამყვანი კლუბების მხარდამხარ მეორედ ითამაშებს EPCR-ის ჩელენჯ თასზე.

Rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
1. ეამსვლელები სად წავიდნენ? ეგეთ დაწერეთ რა! 2. დაიწერა, რომ ვადკა კაკოვინიც გადმოვიდა. ეგრეა თუ არა? 3. და მთავარი: რამე ისმის urc ზე?
Rezo
00:21 11-06-2024
0

სიახლეები პოპულარული