7-ქალა | ისტორიული შედეგით ზაგრებიდან

AutoSharing Option
საქართველოს 7-ქალამ რაგბი ევროპის ალაფის პირველ, ზაგრების (ხორვატია) ეტაპზე ისტორიულ შედეგს უწია. ჯაბა მალაღურაძის გოგონებმა 6-იდან 5 თამაში მოიგეს, აქედან 4 (!) მშრალი ანგარიშით და პირველად ისტორიაში, ალაფის ფინალში გავიდნენ.

ჯგუფურ ეტაპზე ისრაელის 27:0 და ნორვეგიის 25:0 დამარცხების შემდეგ, საქართველომ ფინეთს დაძაბულ ბრძოლაში 15:12 სძლია. ფინელებს სამივე ლელო მარიამ გოგუაძემ გაუტანა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

1/4-ფინალში ჩვენი მეტოქე ელიტიდან დაქვეითებული რუმინეთი იყო. გოგონებმა მას სამი უპასუხო ლელო გაუტანეს, სამივე გარდასახეს და 21:0 დაამარცხეს. ნახევარფინალში ლატვიას შევხვდით და აქაც მშრალი
ანგარიშით მოვიგეთ, ოღონდ ამ ჯერზე 4 ლელო და 3 გარდასახვა გავიტანეთ – 26:0.

საქართველოს 7-ქალა არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა ალაფის ფინალში, სადაც ელიტიდან დაქვეითებულ შვედეთს შეხვდა და ზედიზედ 5 მოგების შემდეგ, მატჩი 7:31 დათმო.

რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპი 12-14 ივლისს უნგრეთში, ბუდაპეშტში გაიმართება და ორი ეტაპის ჯამში ორი საუკეთესო გუნდი, გაისად რაგბი ევროპის 12-გუნდა ჩემპიონატში ითამაშებს.

Sportall.Ge

ზაგრების ეტაპზე თამაშობენ

სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, ნათია გავაშელიშვილი, ანი კაპანაძე, თეონა ჩიტაიშვილი, თამარ მანაგაძე, მარიამ გოგუაძე, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ანა ხაბულიანი, ანა პოღოსიანი, ანა რურუა.

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩაღ გოგოებო,გილოცავთ!ძალიან ბევრი იშრომეს და დაუფასდათ კიდეც.7 კაცა თუ 7 ქალა რაგბი,გაცილებით ნაკლებად ძალისმიერი სპორტია და მისი თამაში ისევე შეუძლია ყველას,როგორც ფეხბურთის.ასე მგონია, სულ უფრო ბევრი ქართველი გოგო ითამაშებს და შედეგებიც კიდევ უკეთესი იქნება.
სოსო
13:46 18-06-2024
0
გილოცავთ გოგონებო, ასე გააგრძელეთ
დათო
14:49 18-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული