"შავი ლომი" | ორი წელი ჩელენჯ თასზე

AutoSharing Option
პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი", EPCR-ის ტურნირ ჩელენჯ თასზე კიდევ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ითამაშებს.

"შავმა ლომმა" ჩელენჯ თასზე პირველად გასულ, 2023/2024 წლების სეზონში ითამაშა და უელსში, "სქარლეთსთან" ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვა, ინგლისურ "გლოსთერთან" კი მცირე სხვაობით მარცხისთვის ბონუს ქულა მოიპოვა.

„მოხარულები ვართ EPCR-ის ჩელენჯ თასზე "შავი ლომის" მიპატიჟებით. რაგბის გულშემატკივრებს ექნებათ შესაძლებლობა თვალი ადევნონ ახალი ტალანტების თამაშს. დარწმუნებული ვარ ქართველების ფიზიკური სიძლიერე და თამაშის ვნება, ამ ტურნირს დამატებით ინტერესს შესძენს“ – განაცხადა EPCR-ის თავმჯდომარემ დომინიკ მაკქეიმ.

„ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა,
როგორც ქართული რაგბისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის. მრავალი წლის განმავლობაში, მოედანსა თუ მის მიღმა დაუღალავად ვშრომობდით ამ შესაძლებლობისთვის. დიდი მადლობა EPCR-ს ინიციატივისთვის და ხედვისთვის, რომელიც ამ თამაშის გლობალურ განვითარებას ემსახურება. პირადად ჩემგან დიდი მადლობა დომინიკ მაკქეის და მის შესანიშნავ გუნდს შრომისა და მხარდაჭერისთვის“ – აღნიშნა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

ჩელენჯ თასის 2024/25 წლების სეზონში, შარშანდელის მსგავსად 18 კლუბი მიიღებს მონაწილეობას და ისინი სამ 6-გუნდიან ჯგუფში განაწილდებიან. ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 2 ივლისს გაიმართება.

Rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან კარგი,საინტერესო და სასარგებლო პერპექტივაა.შავი ლომი საგრძნობლად გადახალისდა და ეს თამაშები სანაკრებოდ მოსამაზადებლად ძალიან საჭირო იქნება.ეს ხომ თითქმის ნაკრების დონის მეტოქეებთან ბრძოლები იქნება.სასურველია მეტოქეებმა პირველი გუნდები დაგვიყენონ,რათა სრულფასოვნად მოვემზადოთ სანაკრებო ბატალიებისათვის.
სოსო
23:17 19-06-2024
0
დიდი ხანია ვიცით რომ სამწლიანი მიწვევა ჰქონდათ და თითქოს ახალი თქვეს რამე.
ამის იქით რა იქნება ეგ არის საკითხავი? ზოგად, აფრიკული გუნდების აქ ჩამოყვანას ისევ ევროპული ქვეყნების გაძლიერება ჯობია.
რამაზ მართალი
14:33 21-06-2024
0

სიახლეები პოპულარული