U20. საქართველო-ვესტერნ პროვინსი 11:6 - ისევ გამარჯვება

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. 3 მაისს "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" თბილისში სტუმრად მყოფ "ვესტერნ პროვინსის" კოლეჯის გუნდთან მეორე საკონტროლო მატჩი გამართეს და 11:6 გაიმარჯვეს.

პირველ შეხვედრაში ჩვენმა მორაგბეებმა აფრიკული გუნდი გაცილებით დიდი სხვაობით დაამარცხეს - 55:17. მეორე მატჩისთვის კი "უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელებმა შემადგენლობაში 11 ცვლილება განახორციელეს, რათა საქმეში გაცილებით მეტი მორაგბე ეხილათ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები "ვესტერნ პროვინსის" კოლეჯის გუნდს კიდევ ერთხელ 6 მაისს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრები:
15. ლუკა იურინი (ლიონი), 14. საბა სვიმონიშვილი (ნატალ შარქსის აკადემია),
13. გიორგი წიკლაური (ჯიქი), 12. გიორგი გოგოლაძე (მონპელიე), 11. აკაკი ტაბუცაძე (ლელო), 10. თედო აბჟანდაძე (აია), 9. ალექსანდრე ნახუცრიშვილი (არმია); 1. გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), 2. თენგიზ ზამთარაძე (ლელო), 3. გურამ პაპიძე (ლიონი), 4. გიგა გრიგალაშვილი (ლელო), 5. თორნიკე აქუბარდია (ხარები), 6. გიორგი ნუცუბიძე (აია), 7. თორნიკე ჯალაღონია (ხულიგანა), 8. შოთა არეშიძე (აია).
16. ლევან ჭავჭავაძე (არმია), 17. პეტრე ჯინჭარაძე (აია), 18. რევაზ დუგლაძე (ლელო), 19. კობა ჯიმშელეიშვილი (ჯიქი), 20. ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), 21. ლუკა დვალიშვილი (არმაზი), 22. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 23. სანდრო სვანიძე (არმაზი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მალადეც ბიჭებო არშიარცხვინოთ გორგოძის სახელი.
daTo
16:27 05-05-2017
0
ძალიან სასიამოვნოა რომ ჩვენმა ბიჭებმა მეორეც მოიგეს,მაგრამ წავიკითხე მამუკას გადაწყვეტილების შესახებ და თუ გულწრფელად გაინტერესებთ,ტირილი მინდა.ბიჭებო,თქვენ გენაცვალეთ,თქვენ ყველას გისურვებთ,რომ როცა სანაკრებო კარიერის დამთავრებას გამოაცხადებთ,ხალხს თვალზე ცრემლი ადგებოდეს.
წარმატებებს გისურვებთ.
სოსო
13:12 04-05-2017
0

სიახლეები პოპულარული