U20. მ/ჩ: საფრანგეთმა არგენტინას სძლია, შოტლანდიამ ირლანდიას მოუგო

AutoSharing Option
4 ივნისს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ორი მატჩი გაიმართა.

C ჯგუფში არგენტინა საფრანგეთთან ანგარიშით 25:26 დამარცხდა. მარცხის მიუხედავად არგენტინელებმა ბონუს ქულა აიღეს.

არგენტინელებიდან ლელოებით ხუან-ვაუტისტა დაირო (2) და ლეონელ ოვიედო გამოირჩნენ. დაირომ ასევე ერთი გარდასახვაც გაიტანა. ერთი გარდასახვა მიითვალა სანტიაგო კარერასმა. ტომას ალბორნომ კი ერთი არეკნი და ერთი ჯარიმა გაიტანა.

ფრანგებიდან ლელოები გაბრიელ ნგანდებემ და იუგო ბონიფასმა (2) დადეს. ერთი ჯარიმა რომენ ონ"ტამაკმა გაიტანა, ხოლო ალექს არატემ  ერთი გარდასახვა და ორი ჯარიმა გაიტანა.

ამ მატჩის შემდეგ C ჯგუფში ასეთი დმგოამრეობაა:

1. არგენტინა
2 1 1 0 1 62:52 6
2. საფრანგეთი 2 1 1 0 49:48 6
3. სამხრეთ აფრიკა 1 0 1 0 23:23 2
4. საქართველო 1 0 0 1 26:37

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები დღეს 18:00 "ავჭალაში" სამხრეთ აფრიკას შეხვდება.

- U20. საქართველო VS სამხრეთ აფრიკა - 6 ცვლილება "უმცროს ბორჯღალსნებში"

ქუთაისში B ჯფუში ირლანდია შოტლანდიასთან ანგარიშით 28:32 დამარცხდა.

ირლანდიიდან ორი ლელო ჯეკ კელიმ დადო, ერთიც ჯეკ სტეფორდმა.კონორ დინმა ერთი გარდასახვა და ორი ჯარიმა გაიტანა. ალან თაინენმა კი ერთი ჯარიმა და ერთი გარდასახვა გაიტანა.

შოტალნდიელთა მხირდან ყველაზე მეტად კონორ ისთგეითი გამოირჩა, რომელმაც 2 ლელო დადო, 2 გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაიტანა. ასევე ლელოები როს მაკ'ქენმა, ფრეიზერ რენვიქმა და დარსი გრეჰემმა დადეს.

B ჯგუფში ასეთი მდგომარეობაა:

1. ახალი ზელანდია 1 1 0 0  42:20 5
2. შოტლანდია 2 1 0 1  52:70 5
3. იტალია 1 1 0 0  22:21 4
4. ირლანდია 2 0 0 2  49:54 2
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული