საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების შეხვედრის ბოლოს, მე-80 წუთზე მორაგბეებს შორის შეხლა-შემოხლა ატყდა. არბიტრმა "უმცროსი ბოკეს" გარემარბ ზან დევიდსს წითელი ბარათი უჩვენა.
სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა აღნიშნული ინციდენტი და სამხრეთაფრიკელ მორაგბეს, რომელმაც მეტოქეს დაარტყა, ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.
ამდენად, დევიდსი გამოტოვებს ჯგუფური ტურნირის ბოლო და პლეი ოფის სერიის პირველ მატჩს. მას თამაშის უფლება 18 ივნისს, ფინალების დღეს ექნება.
- U20. საქართველო-სამხრეთი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"