U20. საქართველო-საფრანგეთი 0:54 - ისევ ომი არგენტინასთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში საფრანგეთის ნაკრებთან წააგო. როგორც ვთქვით, ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. მოულოდნელი ანგარიშში სხვაობა 54:0 და ჩვენი გუნდის მეტწილად ძალზე უფერული თამაში გვეჩვენა.

წინდაწინ ცნობილი იყო, რომ მოგების შემთხვევაშიც კი, ჯგუფში ბოლო ადგილს დავიკავებდით და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის განვაგრძობდით ბრძოლას. ნაკრების მთავარმა მწვრთნელთა შტაბმა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა რამდენიმე წამყვანი მოთამაშის დასვენება და საქმეში თადარიგის მოთამაშეები ჩართო.

- ილია მაისურაძე: გათვლა შემდეგ მატჩზე გავაკეთეთ

ცხადია, ის მორაგბეები, ვინც საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ, ნაკრებში შემთხვევით არ
მოხვედრილან. მათ შერჩევის დიდი გზა გაიარეს და წესით, ფრანგებისთვის სათანადო წინააღმდეგობა უნდა გაეწიათ. არა, მოგებას არავინ ითხოვდა, მაგრამ არ გამოვიდა.

თუმცა, მავანმა გუშინვე არგენტინის ნაკრების სამხრეთ აფრიკის გუნდთან დიდი ანგარიშით მარცხი შეიძლება მოიყვანოს მაგალითად. დიახ, ასეთებიც ხდება, მაგრამ არგენტინის უცნაური კრახი არგენტინელებმა იდარდონ. ასეც მოხდა, მათი მთავარი მწვრთნელი მატჩის მსვლელობისას გულის შეტევის გამო სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორი საქმეა, გუნდი, რომელიც შარშან ბრინჯაოსპრიზიორი იყო, თბილისში ჩემპიონობისთვის საბრძოლველად ჩამოვიდა და ელიტაში დასარჩენად ისევ ჩვენთან უწევს ბრძოლა.

ერთი სიტყვით, საფრანგეთის ნაკრებმა ჩვენს გუნდს ყველაფერში აჯობა. ჩვენი ძლიერი მხარეები, მოლიც და შერკინებაც თითქოს სადღაც გაქრა. მეტოქე უფრო მოტივირებულიც ჩანდა და ჩვენთან გამარჯვების შემდეგ საუკეთესო მეორეადგილოსანი გახდა, რაც საშუალებას აძლევს, ჩემპიონობისთვის ბრძოლა განაგრძოს.

ამდენად, ჩემპიონობისთვის ბრძოლას ორი ევროპული და ორი სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენელი განაგრძობს. საფრანგეთი ნახევარფინალში ახალი ზელანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება, ინგლისის მეტოქე კი სამხრეთი აფრიკა იქნება.

საქართველოს ნაკრები ელიტაში დარჩენისთვის იბრძოლებს. მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალში მეტოქე არგენტინაა. მეორე წყვილი კი ირლანდიამ და სამოამ შეადგინა. დარჩენილი ორი მატჩიდან ერთი მატჩი მაინც უნდა მოვიგოთ და მსოფლიოს ჩემპიონატზე მომავალ წელსაც ვითამაშებთ.

მატჩის სტენოგრამა
1-ლი წუთი: პირველი აუტი საფრანგეთის ნაკრების სასარგებლოდ დაინიშნა.
მე-3 წუთი: მეტოქემ აუტიდან ბურთი სუფთად მოიგო, ჯერ მოლით მოიგო ათიოდე მეტრი, მერე მორკინალებმა ორი დარტყმა განახორციელეს, შეტევაში უკანახაზელებიც ჩაერთნენ და ლელო მგეზავმა მატიე ჟალიბერმა გაიტანა. მანვე გარდასახა - 7:0
მე-5 წუთი: ფრანგებმა საჯარიმო სწრაფად გაათამაშეს. მორკინალების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი უგო ბონიფასმა აიტაცა და ლელოში გადადო. ჟალიბერს გარდასახვა არ გასჭირვებია - 14:0.
მე-8 წუთი: საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ პირველი საჯარიმო დაინიშნა. კარში დარტყმა შეიძლებოდა, თუმცა ბურთი აუტში გადავიტანეთ.
მე-11 წუთი: ფრანგებმა ისევ დერეფნიდან შეგვიტიეს, მოლი ააგორეს და აუტი, შერკინების კვაჭმა პიტო მაუვაკამ ლელო გაიტანა, ჟალიბერმა გარდასახა - 21:0
34-ე წუთი: 22-მეტრიანი ზონიდან ბურთი უხეიროდ გამოვიტანეთ. ფრანგებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და ჟალიბერმა მეორე ლელო მიითვალა, გარდასახვაც მანვე გაიტანა - 28:0.
50-ე წუთი: მეტოქის მორიგი გააზრებული იერიში და ამჯერად ლელო შუამარბ ნათან დეკრონის ანგარიშზეა. ჟალიბერს გარდასახვა გაუცუდდა - 33:0.
53-ე წუთი: ფრანგების მორიგი დერეფანი, მოლი და ადვილი ლელო. ბოლოს ბურთით ხელში სელევასიო ტოლოფუა იყო. ჟალიბერმა გარდასახა - 40:0.
65-ე წუთი: ესევ აუტი, ისევ მოლი, მერე თამაში რაკში გადავიდა. ფრანგებმა ბურთი ხაზზე გაიტანეს. ლელო მესამეხაზელმა ალექსანდრ რუმამ გაიტანა. ჟალიბერმა ესეც გარდასახა - 47:0.
მე-80 წუთი: თამაში თითქმის დასრულებული იყო, ფრანგებმა მორიგი იერიში რომ წამოიწყეს. ხაზი ბატისტ ქუიუმ გაჭრა და მატჩის საბოლოო წერტილი გარდასახვით ჟალიბერმა დასვა - 54:0.

U20. მსოფლიო რაგბის ჩემპიონატი. C ჯგუფი. III ტური
საქართველო-საფრანგეთი 0:54
საქართველო (15-9) მამუკაშვილი, ტაბუცაძე (მოდებაძე 60), გავაშელიშვილი, წიკლაური, სვიმონიშვილი, გოგოლაძე (აბჟანდაძე 66), დვალიშვილი. (1-8) ჭეიშვილი (გოგიჩაიშვილი 41), ზამთარაძე (ლ.პაპიძე 6), გ. პაპიძე (დუგლაძე 41), ჯაიანი (საღინაძე 67), ნუცუბიძე, მამამთავრიშვილი, კალმახელიძე, ჯალაღონია.
საფრანგეთი (15-9) კროსი, ფარტასი, დეკრონი, უბერტი, რეტიერი, ჟალიბერი, ქუიუ. (1-8) კრეტი, ტოლოუა, რუმა, კომპანონი (კაპელი 49), ვერჰაასი (ჯერალი 58), კოლომბე (ბრენანი 49), მაუვაკა (დუფური 64), ბონიფასი.
8ლ: მაუვაკა, ქუიუ, რუმა, ტოლოფუა, დეკრონი, ბონიფასი, ჟალიბერი (2). 7გ: არატე, ჟალიბერი (6)
მსაჯი: პაბლო დელუკა (არგფენტინა).

სამ.აფრიკა-არგენტინა 72:14
სამ.აფრიკა: 11ლ - ლიბოკი, პაპიერი, ავგუსტუსი, კილიერსი, პენქსე, ვილემსე, დე ფილიერსი, დრობელარი (2), ლომბარდი (2).
არგენტინა: 2ლ - მალანოსი, ლუნა. 2გ - ალბორნოსი.

ა თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ს.აფრიკა 3 2 1 0 +82 12 2
2. საფრანგეთი 3 2 1 0 +56 11 0
3. არგენტინა 3 1 0 2 -48 6 2
4. საქართველო 3 0 0 3 -89 0 0

A ჯგუფი
ავსტრალია-ინგლისი 19:20
ავსტრალია: ლ: ტუიპულოტუ. 4ს: გოდარდი (3), ნუკიფოა. გ: გოდარდი.
ინგლისი: 2ლ: იბიტოე, სტრიტი. 2გ: მალინსი. 2ს: კლეუსი, მალინსი.

სამოა-უელსი 20:54
სამოა: 2ლ - ენოკა, პოჰლა-მურეი, 2გ.2ს - ენე.
უელსი: 8ლ - ლუისი (2), როსერი, ვარდი, ბლეკერი, გუდჩაილდი, მური, გრიფიტსი. 7გ - ჯოუნზი (4), რობსონი (3)

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ წ ფ ბ ქ პ
1. ინგლისი 3 3 0 0 +70 14 2
2. ავსტრალია 3 2 0 1 +13 10 0
3. უელსი 3 1 0 2 +15 6 2
4. სამოა 3 0 0 3 -98 1 1

B ჯგუფი
იტალია-შოტლანდია 16:17
იტალია: 3ლ - ნეირნი, კროსბი, დოდი. გ - ისტგეიტი.
შოტლანდია: ლ - ზენონი. 3ს,გ - რიზი.

ახ.ზელანდია-ირლანდია 69:3
ახ.ზელანდია: 11ლ - ენარი, კრისტი, ფალკონი, ენროი, მაკეი, ჯორდანი (3), კლარკი (3).
ირლანდია: ს - ფიცჯერალდი.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ახ.ზელანდია 3 3 0 0 +131 15 3
2. შოტლანდია 3 2 0 1 -17 9 1
3. იტალია 3 1 0 2 -42 6 2
4. ირლანდია 3 0 0 3 -71 2 2.

საერთო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია, 2. ინგლისი, 3. სამხრეთი აფრიკა, 4. საფრანგეთი, 5. ავსტრალია, 6. შოტლანდია, 7. უელსი, 8. იტალია, 9. არგენტინა, 10. ირლანდია, 11. სამოა, 12. საქართველო.

პლეი ოფი
13 ივნისი
IX ადგილისთვის
საქართველო-არგენტინა
ირლანდია-სამოა

V ადგილისთვის
ავსტრალია-იტალია
შოტლანდია-უელსი

I ადგილისთვის
ახ.ზელანდია-საფრანგეთი
ინგლისი-სამ.აფრიკა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
რამდენად უჯიშო და უსინდისო უნდა იყო, რომ შენი ქვეყნის მარცხი გიხაროდეს? რაგბი არ გიყვარს, კი ბატონო, შენი საქმეა. მაგრამ ქვეყანამ და ამ ბავშვებმა რა დაგუშავეს? მე მიმაჩნია, რომ გუშინ სამარცხვინო თამაში იყო. საშინლად წავაგეთ. მაგრამ აზრად როგორ მომივა ამის შესახებ გვარძლით და ნიშნის მოგებით ვწერო?
Irakli
09 ივნისი 2017 16:06
0
მწვრტნელები შესაცვლელია.ნუ ცხადია რომ მოთამაშეებიც სუსტები არიან
sddf
09 ივნისი 2017 16:06
0
კი ეტყობა როგორი ჩვენი თამაშიც არის))))
iakobi
09 ივნისი 2017 15:35
0
ფრანგები ტემპს როგორც კი უმატებდნენ მაშინვე ახერხებდნენ უპირატესობის მოპოვებას. ჩვენ ვინმე გვიკრძალავს ტემპის მომატებას თუ რა ხდება?
1,2,3,5,8...
09 ივნისი 2017 15:32
0
რატომ წერთ ასეთ ბოღმიან კომენტარებს? როცა ბიჭები იგებენ და გიხარიათ კარგია და როცა ასე ნოლზე აგებენ, აღარაა ჩვვენი? არგენტინას საფრანგეთს და სამხრეთ აფრიკას რომ ვერ მოვუგებთ, ეგ ყველამ ვიცით, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება და 12 გუნდში მოხვედრა ყველას პატივია? კი, გვაქვს ბევრი რამე გამოსასწორებელი, მაგრამ ჩვენი თამაშია და იქნება კიდეც
DDD
09 ივნისი 2017 15:21
0
პროვოკაციულ პოსტებს ყურადღება არ მიაქციოთ - მტერმაც იცის ქართული და ზოგი ქართველიც მტრად ქცევია თავის სამშობლოს და ყველაფერი ეროვნული, ტრადიციული, ზნეობრივი და ვაჟკაცური აღიზიანებს, თავის და საუბედუროდ! მეტი თამაშები ასეთი დონის გუნდებთან და თანაბრად ითამაშებენ ბიჭები ყველასთან , მათ შორის ექვს ერზეც..
ტაოხი
09 ივნისი 2017 14:41
0
ხალხო, რაზეა საუბარი? საფრანგეთთან იგეგმებოდა ძირითადი მოთამაშეების დასვენება და სათადარიგოებისათვის გამოცდილების შეძენა. სხვა მოტივაცია არ არსებობდა. ახლა ის თამაში უნდა დავივიწყოთ და ვიფიქროთ არგენტინაზე. მას უკვე შევხვდით და მისი ძლიერი და სუსტი მხარეები გამოვცადეთ. სამხრეთ აფრიკამაც რაღაც–რაღაცეები დაგვანახა. ახლა მწვრთნელების ჯერია: ჰა ბურთი და ჰა მოედანი! ახლა გვიჩვენეთ, რა შეუძლიათ ჩვენს ბიჭებს! მე კი, ჩემის მხრივ, დიდ წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს!

მსოფლიო რაგბის საიტზე ამას წინათ დაიწერა, საქართველო ვიღაცას სკალპს აახევსო და ვნახოთ, არგენტინა ხომ არ არის ის ვიღაცა!
N
09 ივნისი 2017 14:38
0
აი მოლი რამდენადაა ჩვენი ძლიერი მხარე ნამდვილად არ მესმის. ვერცერთი ასაკობრივი და დიდი ნაკრებიც ბოლო დროს მოლს საერთოდ ვერ იყენებს და მეტოქის მოლს ვერაპერს უპირისპირებს. ფაქტია, რომ ეს ჰეიგის დროს დაიწყო, მიუხედავად გარკვეული პლუსებისა, რაც მან გუნდს შესძინა.
გაგა
09 ივნისი 2017 13:43
0
აქ ვნახულობ დატოვებულ პოსტებს და ჩემ თავს ვეკითხები: ჩვენმა მტრებმა ამდენი ქართული საიდან იციანთქო.
ჩვენ ვართ ერი რომელსაც საკუთარი ახალგაზრდების მარცხი უხარია!!!! უხარია და ამას ვითომ "ტრლაობით" შენიღბული ასაჯაროებს. სხვებს ახელებს და მარცხით ისედაც გამწარებულს სულში აფურთხებს.
რაგბი და შვიშტოკი კი არა, ასეთი წაკიდებული და სამარცხვინო ერისთვის ის ორი გოჯა მიწაც ზედმეტია რაც დღეს ჩვენ გვაქვს.
ძალიან მრცხვენია რომ ამგვარი ხალხის თანამოქალაქე მქვია და ალბათ მათ ყოველდღე ვხვდები ქუჩებში, ტრანსპორტში, დაწესებულებებში
ერის სირცხვილი და ნამდვილი გადმონაშთია ეს ყველაფერი. ამაზე უნდა ვტიროდეთ ჩვენ, იმიტომ რომ ამაზე აგებს გეგმებს ჩვენი მტერი და კი ვხედავთ თურმე რა კარგადაც.
eri
09 ივნისი 2017 13:23
0
აქ ვნახულობ დატოვებულ პოსტებს და ჩემ თავს ვეკითხები: ჩვენმა მტრებმა ამდენი ქართული საიდან იციანთქო.
ჩვენ ვართ ერი რომელსაც საკუთარი ახალგაზრდების მარცხი უხარია!!!! უხარია და ამას ვითომ "ტრლაობით" შენიღბული ასაჯაროებს. სხვებს ახელებს და მარცხით ისედაც გამწარებულს სულში აფურთხებს.
რაგბი და შვიშტოკი კი არა, ასეთი წაკიდებული და სამარცხვინო ერისთვის ის ორი გოჯა მიწაც ზედმეტია რაც დღეს ჩვენ გვაქვს.
ძალიან მრცხვენია რომ ამგვარი ხალხის თანამოქალაქე მქვია და ალბათ მათ ყოველდღე ვხვდები ქუჩებში, ტრანსპორტში, დაწესებულებებში
ერის სირცხვილი და ნამდვილი გადმონაშთია ეს ყველაფერი. ამაზე უნდა ვტიროდეთ ჩვენ, იმიტომ რომ ამაზე აგებს გეგმებს ჩვენი მტერი და კი ვხედავთ თურმე რა კარგადაც.
eri
09 ივნისი 2017 13:11
0

სიახლეები პოპულარული