ილია მაისურაძე: გათვლა შემდეგ მატჩზე გავაკეთეთ

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში, საფრანგეთთან დამარცხების შემდეგ, "უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ და კაპიტანმა თორნიკე ჯალაღონიამ თამაში შეაფასეს.

ავჭალის სარაგბო სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ანგარიშით 0:54 დამარცხდა და ბრძოლას ჩემპიონატის მე-9 ადგილისთვის გააგრძელებს.

- U20. საქართველო-საფრანგეთი 0:54 - ისევ ომი არგენტინასთან [VIDEO]

ილია მაისურაძე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:
"გუნდი გადავახალისეთ ამ თამაშისთვის, რადგან ჯგუფში ბოლო ადგილს ვეღარ ავცდებოდით და გათვლა შემდეგ მატჩზე გავაკეთეთ.

შევეცადეთ, რომ ყველას ჰქონოდა სათამაშო დრო და შემადგენლობა შევცვალეთ. აქცენტი დაცვაში
მთელი სივრცის აღებაზე გავაკეთეთ, რადგან წინა ორ თამაშში ახლო-ახლო ვიდექით და დაუცველი არე გვრჩებოდა.

სამწუხაროდ, დღეს ბევრი შეცდომა მოგვივიდა. ფრანგებმა ტემპს რომ მოუმატეს, გაგვიჭირდა თავის დაცვა. ყველა კომპონენტში გვაჯობეს.

შეტევაში ვეცადეთ ბურთი დაგვეჭირა და მომენტებიც შევქმენით, თუმცა გადაწყობაში პრობლემა გვქონდა და უპირატესობის ხაზის გადაკვეთას ვერ ვახერხებდით.

დღეს გაირკვა, რომ არგენტინასთან მოგვიწევს შეხვედრა. ამ გუნდმა სამივე თამაში პრაქტიკულად ერთი შემადგენლობით ჩაატარა. შევეცდებით, რომ დეტალურად გავაანალიზოთ ჩვენი და არგენტინის განვლილი ორი თამაში".

თორნიკე ჯალაღონია, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"ფიზიკურად მზად ვიყავით ამ თამაშისთვის, მაგრამ თავიდანვე მატჩში ჩართვა ვერ შევძელით. სწორედ ამ პერიოდში, როცა მობილიზება გვაკლდა, ფრანგებმა ყველა ჩვენი შეცდომა გამოიყენეს.

საწყენია, ასეთი სხვაობით რომ დავმარცხდით. მით უმეტეს, შანსი გვქონდა და ის ქულებში ვერ ავსახეთ.

მომავალი მატჩი არგენტინასთან გვაქვს. მათ უკვე ვეთამაშეთ და მომავალი შეხვედრისთვის მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიქნებით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
არგენტინა ისევ მოგვიგებს, იქნებ მწვრთნელია შესაცვლელი?
Anda
15:49 12-06-2017
0
ზოგიერთებმა ჯერ ქართულად წერა ისწავლეთ და მერე აკეთეთ კომენტარები.რაც შეეხება თამაშს ფრანგები ფიზიკურად ძლიერები ჩანდნენ,ყველაფერს მოევლება,კიდევაც დაიზრდებიან...
მალხაზი
09:00 10-06-2017
0

სიახლეები პოპულარული