"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" დასახული ამოცანა უკვე შეასრულეს. მეოთხე სათამაშო დღეს არგენტინის ნაკრების ძლევით, ჩვენმა გუნდმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა და, თუ ირლანდიასაც დაამარცხებს, შარშან ნაჩვენებ შედეგს გააუმჯობესებს. შეგახსენებთ, წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მანჩესტერში, სადაც ჩვენი ნაკრები ელიტაში პირველად ასპარეზობდა, მე-10 ადგილი დავიკავეთ.
ცხადია, ამ მატჩის მნიშვნელობა, არგენტინასთან შეხვედრისაგან განსხვავებით, უფრო ნაკლებია. თავად განსაჯეთ, რომელი ადგილიც უნდა დავიკავოთ, მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატზე მეტოქეებად მაინც ირლანდია, სამხრეთი
ირლანდიის ნაკრებმა ჯგუფურ ტურნირში სამივე მატჩი წააგო: ჯერ იტალიასთან - 21:22, მერე შოტლანდიასთან - 28:32, ბოლოს კი, ახალი ზელანდიის ნაკრებთან დამარცხდა დიდი ანგარიშით - 3:69. მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალში "უმცროსმა სამყურებმა" სამოას ნაკრები დაამარცხეს - 52:26.
საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მატჩი ვაკეში, 13 საათზე დაიწყება. ჩემპიონატის მთავარი მატჩი ახალი ზელანდიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის 18 საათზე დაიწყება და ტურნირიც დაიხურება.
U20. მსოფლიოს ჩემპიონატი
18 ივნისი
XI ადგილისთვის, ავჭალის სტადიონი, 12:00 სთ
სამოა-არგენტინა
IX ადგილისთვის, ვაკის სტადიონი, 13:00
საქართველო-ირლანდია
V ადგილისთვის, ავჭალის სტადიონი, 14:30
ავსტრალია-შოტლანდია
III ადგილისთვის, ვაკის სტადიონი, 15:30
სამ.აფრიკა-საფრანგეთი
VII ადგილისთვის, ავჭალის სტადიონი, 17:00
უელსი-იტალია
ფინალი, ვაკის სტადიონი, 18:00
ინგლისი-ახ.ზელანდია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"